ღვიძლის ტორტი ორიგინალური გულსართთით, მდიდრული კერძია, რომელიც დამზადებულია უბრალო პროდუქტებისაგან.

ღვიძლის ტორტი ბევრს გაუსინჯავს, ორიგინალური სტაფილოსა და სოკოს გულსართით და ნაზი ყველის სოუსით? გიჭამიათ?. ეს არის პირველი კლასის სადღესასწაულო კერძი, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი შინაურული დელიკატესი გირჩევთ მოამზადოთ და გააკვირვოთ სტუმრები!
პირველი შეხედვით რთული გასაკეთებელია. შესაძლებელია მომზადება გაყოთ 2 ეტაპად: ბლინები და გულსართი მოამზადეთ წინასწარ და შედგით მაცივარში, ხოლო მოხერხებულ დროს ააწყეთ ტორტი, ბლინებისათვის გირჩევთ აიღოთ ქათმის ღვიძლი, რადგან ის არის უფრო ნაზი და წვნიანი.


ინგრედიენტები
  • ქათმის ღვიძლი 600გრ
  • რძე 120მლ.
  • კვერცხი 2ც
  • ფქვილი 100გრ
  • ხახვი 3ც
  • ქამა სოკო 350 გრ.
  • მდნარი ყველი 200გრ
  • მაიონეზი 120გე
  • გამაფხვიერებელი 0.5 ჩაის კოვზი
  • ნიორი 3კბილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი 2 სადილის კოვზი
  • მწვანილი გემოვნებით
  • სტაფილო 1ც




მომზადების წესი
  1. გარეცხილი ქათმის ღვიძლი დაფქვით, დაუმატეთ რძე, კვერცხი, მარილი შავი წიწაკა და კარგად მოურიეთ, დაამატეთ მასას ზეთი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ , გადადგით ჯამი 20 წუთით გვედზე.
    ღვიძლის ტორტი ორიგინალური გულსართთით,  მდიდრული კერძია, რომელიც დამზადებულია უბრალო  პროდუქტებისაგან.
  2. გააკეთეთ გულსართი- წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ გაცხელებულ ტაფაზე, დაუმატეთ მცირე რაოდენობით ცხიმი, წვრილად გახეხილი სტაფილო და ოთხკუთხედებად დაჭრილი სოკო, მოშუშეთ სანამ წყალი არ დაიშრობს, გადმოიღეთ ლანგარზე, დააცადეთ გაცივდეს.

  3. საშუალო ზომის საცხობ ფორმას მოუსვით ზეთი. ნახევარი ღვიძლის ცომი დაასხით და კარგად გადაანაწილეთ, შებრაწეთ ღვიძლი ბლინები შეწითლებამდე, მომზადებული ნაკეთობა გადმოიღეთ ლანგარზე, გააცივეთ.

  4. მდნარი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ შავი წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი, გაუკეთეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ
  5. სუფთა ლანგარზე დაალაგეთ ღვიძლის ბლინი, წაუსვით ყველის სოუსი, მოაყარეთ გულსართი, გადააფარეთ ბლინი, გააგრძელეთ ტორტის აწყობა დაიცავით ფენების თანმიმდევრობა, მომზადებულ ტორტს გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში, რომ გაუჯდეს გულსართი, დაიტოვეთ ცოტა ყველის სოუსი, რომ ზემოდან გადაუსვათ .

  6. მირთმევის წინ ღვიძლის ბლინს წაუსვი სოუსი და მორთე გემოვნების მიხედვით.




ღვიძლის ტორტისათვის ტრადიციული მაღაზიის მაიონეზის მაგივრად შეგიძლიათ იხმაროთ სახლის პირობებში მომზადებული პიკანტური მაიონეზი, მდნარი ყველითა და ნიორით- გემო ექნება განსაკუთრებული. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს დამიირთვით გემრიელად.!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა