მახვილგონივრული თავსატეხი, რომელსაც იაპონიაში სამსახურის გასაუბრებაზე ყველა აწყდება

მახვილგონივრული თავსატეხი, რომელსაც იაპონიაში სამსახურის გასაუბრებაზე ყველა აწყდება
იაპონია - ქვეყანა, რომელიც კარგად არის ცნობილი საკუთარი ორიგინალური მიდგომებით ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების მიმართ. აქ დამსაქმებელთა უმრავლესობა ახალი თანამშრომლების შერჩევისას სპეციალური ტესტებისა და თავსატეხების გავლას ითხოვს. დღევანდელ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია ერთ-ერთ ასეთ, ყველაზე პოპულარულ ამოცანას გთავაზობთ.

კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილს ფოტოს. თქვენს წინაშეა ადამიანთა მცირე ჯგუფი და ერთი პატარა ტივი. თქვენი დავალებაა რამდენიმე პირობის გათვალისწინებით თითოეული ადამიანი მდინარის მეორე პირას გადაიყვანოთ. მარტივად ჟღერს, არა?



ამოცანის პირობები:
  • ბავშვებს ვერ აიყვანთ ტივზე უფროსის გარეშე.
  • ტივს შეუძლია ერთდროულად არაუმეტეს 2 ადამიანის გადაყვანა და არ შეუძლია ცარიელს ნაპირის გადმოცურვა.
  • მამაკაცს არ შეუძლია საკუთარი ვაჟების დატოვება ნაპირზე ქალბატონთან ან მათი ერთად აშვება ტივზე.
  • ქალბატონს არ შეუძლია საკუთარი ქალიშვილების დატოვება ნაპირზე მამაკაცთან ან მათი ერთად აშვება ტივზე.
  • დამნაშავის გადაყვანა მეორე ნაპირზე მხოლოდ შერიფის თანხლებითაა შესაძლებელი. დამნაშავე არ უნდა დარჩეს უბრალო მოქალაქეებთან ერთად შერიფის მეთვალყურეობის გარეშე.




მაშ ასე, დაფიქრდით კარგად და გამოთქვით თქვენი ვარაუდი, თუ როგორ არის შესაძლებელი ოთხივე პირობის გათვალისწინებით სურათზე ნაჩვენები ყველა ადამიანის მდინარის მეორე პირას გადაყვანა. გაგვიზიარეთ თქვენი ვარაუდი კომენტარების ველის მეშვეობით და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სტატიის მეორე გვერდზე სწორი პასუხის სანახავად.