ლიმონის ნამცხვარი მე მუდამ მიყვარდა, მაგრამ მარტო ეს დესეტრი გახდა ჩემი ფავორიტი!

ლიმონის ფხვიერი ნამცხვარი
ორიგინალური შინაურული ნამცხვრის თაყვანისმცემლებისათვის ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა, ნამცხვარი გამახალისებელი არომატით და ციტრუსის ბრწყინვალე გემოთი , იპყრობს ადამიანს პირველივე ლუკმიდან. მისი მომზადებისათვის გამოიყენება ლიმონის რბილობი, ცედრა და წვენი.
ნამცხვარი გამოდის ნაზი და ფხვიერი, ქვედა ფენა მკვრივია, ზედა ფხვიერი, ოდნავ ხრაშუნა,
მათ შორის კი ტკბილ- მჟავე გულსართი.
ინგრედიენტები
  • კარაქი 300გრ
  • ფქვილი 3 ჭიქა
  • ზეთი 3 სადილის კოვზი
  • წყალი 1 ჭიქა
  • კვერცხი 1ც.
  • ლიმონი 3ც
  • შაქარი 1 ჭიქა
  • სიმინდის სახამებელი 1 სადილის კოვზი

მომზადების წესი
  1. ცომისათვის-ცივი კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და აურიეთ ფქვილში, ასრისეთ კარგად
  2. მოზილეთ ცომი, დაასხით თანდათან ზეთი და ნახევარი ჭიქა გაციებული წყალი, გაყავით ცომი 2 ნაწილად, ერთი დიდი, მეორე პატარა, გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით
  3. გულსართისათვის -აიღეთ 2 დიდი ან 3 საშუალო ლიმონი, კარგად გარეცხეთ, ჩადგით დაბალ ცეცხლზე ადუღებულ წყალში, მოხარშეთ 5-7 წუთი გადმოიღეთ , გააცივეთ.
  4. ლიმონი გახეხეთ ან დააბლენდერეთ, აუცილებლად წინასწარ გამოაცალეთ კურკები, რომ არ გაამწაროს.
  5. დაუმატეთ შაქარი და აადუღეთ 2-3 წუთი . სახამებელი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და წვრილი ჭავლით ჩაასხით ლიმონის წვენში, შეასქელეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააცივეთ
  6. გაშალეთ ცომი ფენებად, ერთი დიდი ფენა დადეთ საცხობ ტაფაზე, გაშალეთ გულსართი ისე, რომ კიდეებში 1,5 სმ ადგილი დარჩეს
  7. გადააფარეთ გულსართზე მეორე ფენა და ზედა და ქვედა ცომი კარგად შეკარით, ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, ჩანგლით გააკეთეთ ნაჩხვლეტები ორთქლის გამოსასვლელად. გამოაცხეთ 180 გრადუსზე სანამ ქერქი არ შეწითლდება დაახლ. 40 წუთი.

გამომცხვარ ნამცხვარს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა ან გახეხილი ცედრა. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა