თაფლი და ნიგოზი ერთად სუფთა საწამლავია, 6 პროდუქტის ნაზავი, რითაც იწამლებით ყოველდღიურად

თაფლი და ნიგოზი ერთად სუფთა საწამლავია, 6 პროდუქტის ნაზავი, რითაც იწამლებით ყოველდღიურად
როგორ მიყვარს თაფლი და ნიგოზი! ბავშვობიდან დავეჩვიე ამ ნაზავის სიამოვნებით მირთმევას, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ორგანიზმს ესაჭიროება საკვები ნივთიერებები და ენერგია. შეურევთ ამ ორ პროდუქტს ერთმანეთს და მიირთმევთ უზომოდ. მართალია, შემდეგ მუცელი გტკივათ, მაგრამ ნარევი იმდენად გემრიელია, რომ ვერ ჩერდებით.



შემდეგ კი, სადღაც 30 წლის ასაკში, უცბად საიდანღაც ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხოლო მკურნალი ექიმი გეუბნებათ: "არანაირი ნიგოზი და თაფლი! ორგანიზმს არ შეუძლია 100 გრამზე მეტი ნიგვზის მონელება და თუკი არ მიდის საკვებით მოწამვლა, გვერდებზე ზედმეტი ცხიმები მაინც გარანტირებული გექნებათ."

აღმოჩნდა, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ერთად ვერ თავსდება. პროდუქტების არასწორმა შეზავებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოუნელებლობა, დუღილი, ლპობა და ზედმეტი გაზების დაგროვება.



შეუთავსებლის შეთავსების ჩვევა გახლავთ უამრავი დაავადების მიზეზი, მათ შორის ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემების. გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლებიც უნდა მივიღოთ ცალ-ცალკე, რათა დიდი ხნით შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.

პროდუქტების სწორი კომბინაცია

  1. არასოდეს მიიღოთ რძე ბანანთან, მჟავე ხილთან, ხორცთან, თევზთან და საფუარიან პურთან ერთად! გიჟდებით ბანანისა და რძის კოქტეილზე? სამწუხაროდ, მას უნდა დაემშვიდობოთ, თუ გინდათ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. ასევე უნდა დაივიწყოთ რძისგან დამზდებული სოუსები ხორციან და თევზეულის კერძებზე.



  2. ძაღლყურძენასებრთა მიღება რძის პროდუქტებთან ან კიტრთან ერთად ასევე არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. ძაღლყურძენასებრებს მიეკუთვნება: პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, კარტოფილი. გამომცხვარი კარტოფილი ყველთან, ლაზანია ტომატით და ნაღების სოუსით ან კიტრისა და პომიდვრის უბრალო სალათი - არც ისე სასარგებლო კერძებია.



  3. ნესვი ყოველთვის ცალკე უნდა მიირთვათ. არ შეურიოთ იოგურტს, ხილის სალათს, არ დააყოლოთ ცივი წყალი ან ალკოჰოლი.



  4. თაფლი და ცხელი პროდუქტები - კიდევ ერთი აკრძალული ნაზავი. თაფლის გაცხელება არ შეიძლება, პროდუქტის ამ სახით მიღება დაგიგროვებთ ტოქსინებს და მისგან არანაირი სარგებელი არ გექნებათ. გააგრილეთ ჩაი, სანამ მას თაფლს შეურევთ. დაუმუშავებელი თაფლი - სამკურნალო ნექტარია, გაცხელებით დამუშავებული კი - საწამლავი.



  5. არ მიიღოთ ლობიო რძესთან, იოგურტთან, კვერცხთან და თევზთან ერთად. არც ისე სასარგებლო ნაერთებია თქვენი ორგანიზმისთვის.



  6. რძის პროდუქტების შემდეგ ვაშლის, მსხლის, ყურძნის, ქლიავისა და საზამთროს დესერტად მირთმევა არ არის რეკომენდებული. საქმე ამ პროდუქტების გადამუშავების სისწრაფეშია. მოიქეცით ამგვარად: თავიდან მიიღეთ სალათი, შემდეგ ცხელი, ტკბილი და დესერტად სანუკვარი ხილი.




დაიცავით ეს მარტივი წესები, რათა საჭმელი მძიმედ არ დაგაწვეთ კუჭზე. ეს სრულებითაც არ არის რთული. თუ გაგიძნელდათ, მაშინ ჯერ დაიწყეთ ხილის ცალკე მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

თუკი მაინც ვერ გაუძელით ცდუნებას და აურიეთ შეუთავსებელი პროდუქტები, მაშინ შეგიძლიათ მათი ორგანიზმზე ზემოქმედება შეამსუბუქოთ ბალახებისა და სანელებლების საშუალებით: ჩაღეჭეთ საკვების მიღების წინ ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი და შემდეგ დალიეთ მისივე ჩაი. შეგარგოთ!