შარდის მჟავას დონის შემცირება: არტრიტი მყისიერად უკან დაიხევს, თუ თქვენ რაციონს დაამატებთ...

შარდის მჟავას დონის შემცირება: არტრიტი მყისიერად უკან დაიხევს, თუ თქვენ რაციონს დაამატებთ...


მოდით გავეცნოთ იმ სასარგებლო პროდუქტების სიას, რომელთა დამატება ჩვენს რაციონში ღირს. ეს პროდუქტები ხელს შეუწყობენ შარდის მჟავას დონის შემცირებას, საერთოდ ყველას სჭირდება იმისდა მიუხედავად, გაწუხებთ თუ არა არტრიტი!

კვება არტრიტის დროს

თუ თქვენ გაწუხებთ არტრიტი ან ნიკრისი, მაშინ თქვენ გმართებთ საკუთარ კვებაზე მკაცრი კონტროლი ამ დაავადებათა შემდგომი განვითარების აღსაკვეთად. იგივე სიტუაციაა, როდესაც იტანჯებით სისხლში შარდის მჟავას მომეტებული დონის გამო. არტრიტის განკურნების ან აცილების მიზნით თქვენ აუცილებლად უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლის, ტკბილეულის და პურინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. ესენია ზღვის პროდუქტები, ფრინველი, ხორცი. ასევე ღირს მოერიდოთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა სოკო, ბარდა (ოქროცერცვა). ისპანახი, სატაცური და ფერადი კომბოსტო.

აი ახლა კი გავეცნოთ იმ პროდუქტებს, რომლებსაც შეუძლიათ ნორმაში ამყოფონ შარდმჟავას დონე და აარიდონ არტრიტი:

1. წყალი

ადამიანის ორგანიზმს სჭირდება წყლის საკმარისი რაოდენობა ნორმალური ფუნქციონირებისათვის. წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდენას. დღეში 5-8 ჭიქა წყალი ფორმაში შეინახავს თქვენ ორგანიზმს.


2. კენკრები

ალუბალი შეიცავს ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას დონის შემცირებას. ისინი არიდებენ იმ კრისტალების წარმოქმნას, რომლებიც საშინელ ტკივილს იწვევენ სახსრებში დალექვისას. ის ასევე არიდებს ანთებას მჟავას ნეიტრალიზაციის გზით.

ისეთი კენკრები, როგორებიცაა მოცვი და ხენდრო, ფლობენ ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს. მათი რაციონში ჩართვა აუცილებელია.


3. ცაცხვი

ის შეიცავს ლიმონმჟავას - შარდმჟავას ბუნებრივ გამხსნელს. გაწურეთ ნახევარი ცაცხვი ჭიქა წყალში და დალიეთ დღეში ორჯერ. ეს არტრიტის საუკეთესო პროფილაქტიკაა!


4. ვაშლები

ვაშლიმჟავა - შარდმჟავას მშვენიერი ნეიტრალიზატორია. ვაშლის მუდმივი მოხმარება ხელს უწყობს არტრიტისა და ნიკრისის დროს ტკივილის შემსუბუქებას. საკმარისია ერთი ვაშლი დღეში.


5. მწვანე ჩაი

ყოველ დღე ჭიქა მწვანე ჩაი არიდებს სისხლში შარდმჟავას დაგროვებას, ამით ამცირებს არტრიტის რისკს. შეიძლება შავი ჩაის და ყავას ცანაცვლება მწვანე ჩაით. ეს თქვენ ორგანიზმს არც თუ ურიგო სარგებელს მოუტანს.


6. ტუტიანი პროდუქტები

ისინი ამაღლებენ სისხლის ტუტიანობას, რაც მავნე მჟავების ნეიტრალიზაციას ეხმარებიან. ამ პროდუქტების რიცხვში არიან პომიდორები, ბროკოლი, კიტრები.


7. ომეგა-3

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები ამცირებენ ანთებას და შეშუპეპულობას. ასეთი პროდუქტებია: კაკალი, სელის თესლები, ორაგული, სკუმბრია.


8. ზეითუნის ზეთი

თუ გაწუხებთ ნიკრისი ან არტრიტი, მაშინ ურიგო არ იქნებოდა გადასულიყავით ზეითუნის ზეთით საჭმლის დამზადებაზე. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფლობს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს.


9. C ვიტამინის შემცველი პროდუქტები

C ვიტამინი შლის შარდმჟავას და ორგანიზმიდან მის გამოდენას ხელს უწყობს. C ვიტამინის მშვენიერი წყაროებია: ცაცხვი, ფორთოხალი, ლიმონი, წიწაკა, კივი და მწვანე ბოსტნეული.


10. ბოჭკოების მარალი შემცველობის პროდუქტები

ბოჭკო ეხმარება სისხლში შარდჟავას შთანთქვას, რაც თირკმელების მეშვეობით მათი გამოდინების პროცესს ამსუბუქებს. უჯრედისების მაღალი შემცველობით გამოირცევიან: ვაშლი, კიტრი, სტაფილო, შვრია, ბანანი, ბროკოლი, ნიახური, მოცვი და მსხლები.


აი ასეთია თქვენ რაციონში დასამატებელი პროდუქტების სია. ეს ხომ მრავალი დაავადების, მათ შორის არტრიტისა და ნიკრისის, გაჩენის რისკს შეამცირებს.

რაციონის მცირედი ცვლილება მრავალი წლით შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას!