ბებიამ მიამბო "ჯადოსნური იოდის" შესახებ. მას მერე ყველაფერს ვამუშავებ, რაც კი მაშფოთებს...

ბებიამ მიამბო "ჯადოსნური იოდის" შესახებ. მას მერე ყველაფერს ვამუშავებ, რაც კი მაშფოთებს...


ამ ნაყენს ჩინებული გამოხმაურება აქვს იმათთგან, ვისაც ის დაეხმარა ლებებისა და ჭრილობების განკურნებაში. შეშუპეპულობა და სისხლჩაქცევა ქრება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. თუ ვისაუბრებთ სახსრების ტკივილზე, აქ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად უკეთესია ერთდროულად მკურნალობის რამდენიმე მეთოდიკის კომბინირება.

სახსრების მკურნალობა სახალხო საშუალებებით

რას ეფუძნება იოდითა და ნიორით სახსრების მკურნალობა?

სახალხო მედიცინაში იოდი ფასდება აღდგენითი და რეგენერირებული მოქმედების გამო, თანაც შეშუპეპულობის სიმპტომების მოხსნით. იოდის ბადე ახორციელებს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილმოსახსნელ მოქმედებას სასხრების გავრცელებული დაავადებების - არტრიტის, პოლიარტრიტის, ნიკრისის, არტროზის - მკურნალობისას.

თუმცა ოფიციალური მედიცინა უნდობლობით უყურებს კანზე წასმული იოდის სამკურნალო თვისებებს, ადამიანთა გამოხმაურებები წამლის ეფექტიანობის დასტურს წარმოადგენენ.



იოდი იწვევს კანის ადგილობრივ გაღიზიანებას, რაც ეხმარება ტკივილის სინდრომის მოხსნას. კანის გავლით შიდა სისხლძარღვებში შეღწევისას ის ორგანიზმში ვრცელდება და კაპილარებში ბაქტერიციდულ მოქმედებას იწვევს. იოდის სპირტიანი ნაყენი ხელს უწყობს ძარღვების გაფართოებას და დაავადებულ სახსრებში შეგუბების შემცირებას.



რაც შეეხება ნიორს, მის შემადგენლობაშია ნივთიერება ალიცინი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ნიორი ეხმარება ანტების მოხსნას და ანადგურებს მავნებელ მიკროორგანიზმებს.

ჯადოსნური იოდი

ინგრედიენტები:

  • 3-4 ნივრის კბილა
  • 30 მკ იოდი (დაახლოებით 3 ფლაკონი)
  • ბნელი შუშის ჭურჭელი მზა პროდუქტისათვის


მომზადება:

1. წვრილად დაჭერით ნიორი


2. გადაიტანეთ ის წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში


3. დაასხით იოდი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ნიორი


4. აამღვრიეთ და აცალეთ დაყენება ბნელ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში

იოდი ნივრით გამოიყენება მხოლოდ სხეულის გარე ზედაპირზე. გაღიზიენებულ უბანზე მისი წასმა შეიძლება კვირაში არაუმეტეს 3-ჯერ. იოდის დადებამდე კანი მოწმინდეთ საპნიანი წყლით და გააშრეთ. არ დაადოთ სითხე ერთიანი ლაქის სახით, ამან შეიძლება ძლიერი გაღეზიანება გამოიწვიოს.



ამ საოცარი ხსნარით შეიძლება ყველა პრობლემური ადგილების დამუშავება: ფეხებიც, ზურგიც, სახსრებიც, ნებისმიერი ჭრილობა თუ ლები (დალურჯებული ადგილი). ტკივილი და ლები ძალიან სწრაფად გაქრებიან. ეს წამალი არის უბრალო და ხელმისაწვდომი, აუცილებელ კომპონენტებს ხომ ნებისმიერ სახლში ნახავთ.

ყურადღება! იოდის ნაყენით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ამ პრეპარატის ამტანობის უნარიანობაზე ტესტის ჩატარება. კანის მგრძნობიარე უბანზე (წინამხარის შიდა ზედაპირი, იდაყვის შიდა მონაღუნი) დაიდეთ წამლის 2-3 თხელი ხაზი. 15 წუთის შემდეგ შეხერდეთ კანს გაღიზიანების, გაწითლების, ბებერას გაჩენის შესამოწმებლად. თუ ისინი გაჩნდნენ - სწორედ თქვენთვის არ შეიძლება სამკურნალოდ იოდის გამოყენება! ასევე თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები, ალერგიული რეაქციები, სხეულის მომეტებული ტემპერატურა, ასევე ფეხმძიმობის დროს.