მიმზიდველი ჟელეს ტორტი ზურმუხტისფერი გულსართით, ელემენტარულად მზადდება!

ჟელეანი ტორტი კივით
ჩემი სისუსტეა- ჟელეს ტორტები, ვგიჟდები სუფლეებით ექსპერიმენტირებაზე, ჩემი მეგობრის რჩევით ამ დღეებში მოვამზადე ნაღების ტორტი ზურმუხტისფერი შუაგულით კივის ჟელეზე!
გამოვა საიდუმლო დესერტი, გარგნულად ნაღების ტორტსა გავს, ხოლო მჟავე ფენა შუაში მალავს მადისაღმძვრელ საიდუმლოს. ასეთი შედევრის მომზადება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს თუ თქვენ შუაგულისათვის მოძებნით შესაფერის ტევადობას.
  • ინგრედიენტები
  • ნამცხვარი. ( პეჩენია) 400გრ
  • კარაქი 150 გრ
  • ჟელე კივის გემოთი 2ც
  • კივი 2ც
  • ჟელატინი 55გრ.
  • ნაღები 750გრ
  • რძე 500 მლ.ლ
  • შაქარი 200გრ

მომზადების წესი
  1. პეჩენია დაფხვენით და აურიეთ დარბილებულ კარაქში, ხელით კარგად აურიეთ, გაშალეთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც დაფენილია პერგამენტი
  2. ჟელე კივის გემოთი გახსენით ცხელ წყალში, დაამატე კიდევ 25გრ. ჟელატინი აურიე, გადაასხით პატარა მრგვალ ჯამში და გააცივეთ, დაიცადეთ ჟელე ოდნავ გამაგრდეს
  3. კივი გათალეთ, დაჭერით რგოლებათ და დაუმატეთ ჟელეს, შედგით მაცივარში სრულ გაცივებამდე.
  4. გაცივებული ჟელე გადმოიღე პეჩენიის საფუძველზე
  5. გაცხელებულ რძეში გახსენით დარჩენილი ჟელატინი კარგად მოურიეთ, გააცივეთ
  6. ნაღებში ათქვიფეთ შაქარი და ვანილი, მორევის დროს თანდათან ჩაასხით ჟელატინიანი რძე გადმოასხით ფორმაში და შედგით მაცივარში გაცივებამდე


ლამაზი ტორტი სასიამოვნო და მკვრივი ტექსტურით ალბათ მოგეწონებათ, ჩაიწერეთ და გაუზიარეთ მეგობრებს