ღორის ხორცი ვაშლში ფარშირებული, ცოტათი მომწაროა, მაგრამ არა აქვს მძაფრი გემო, დაიმორჩილებს ყველას.

ღორის ხორცი ვაშლში ფარშირებული, ცოტათი მომწაროა, მაგრამ არა აქვს მძაფრი გემო, დაიმორჩილებს ყველას.
ღორის ხორცი ვაშლით
ზოგჯერ გვკვირს, რამდენი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება ღორის ხორცისაგან, რომელი ნაწილიც არ უნდა ავიღოთ, საკმარისია დავუმატოთ სანელებლები და რამოდენიმე სხვა პროდუქტი, რომ ვახშამი ნოყიერი გამოვა, დღესასწაულიც შედგება, მომდევნო დღეს გვექნება დარჩენილი პროდუქტი, მიკროტალღურში გავაცხელებთ და მივირთმევთ ასეთ კერძს მიეკუთვნება ღორის ხორცი ვაშლით!
ხორცის და ვაშლის ყიდვა ადვილია, მაგრამ მომზადებითვის თქვენ მოგიწევთ ცოტა გარჯა.
ინგრედიენტები
  • ღორის ხორცი 1,4 კგ.
  • ვაშლის ჩირი 150 გრ
  • ვაშლი 2ც
  • ვაშლის წვენი 125 მლ.ლ
  • კარაქი 75გრ
  • ხახვი 3ც
  • თეთრი მშრალი ღვინო 125 მლ.ლ
  • პურის ნამცეცები 2 სადილის კოვზი
  • სალბი 1,5 ჩაის კოვზი
  • ნიორი 4 კბილი
  • ყავისფერი შაქარი 2 სადილის კოვზი
  • კონიაკი 50მლ.ლ
  • ჯავზი ( მუსკატის კაკალი ) 1 მწიკვი
  • მარილი გემოვნებით
    შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი
  1. დაჭერით წვრილად ხახვი. გააცხელეთ 50გრ კარაქი და მოშუშეთ ხახვი. გადაარჩიეთ ვაშლის ჩირი, დაჭერით სიგრძეზე

  2. დაუმატეთ ხახვს, დაასხით ღვინო და ერთი ჭიქა ვაშლის წვენი. დააცადეთ სანამ მთელი მასა არ წამოდუღდება შემდეგ დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი, მასა უნდა გმოვიდეს მშრალი

  3. დაჭერით სალბი და აურიეთ პურის ნამცეცებთან გაუკეთეთ მარილი, წიწაკა და მუსკატის კაკალი

  4. მოაჭერით ხორცს ქონი , გაუკეთეთ ხორცს პატარა ჭრილები 2სმ სიღრმეზე, უნდა იყოს 24 ნახვრეტი

  5. გაასუფთთავეთ ნიორი. ყველა კბილი გაჭერით 6 ნაწილად სიგრძეზე და ჩააწყეთ ნახვრეტებში. დაამარილეთ , წიწაკა მოაყარეთ, და მოუსვით სანელებლები

  6. გადააბრუნეთ ხორცის ნაჭერი გაჭერით სიგრძეზე დაახლ. 1,5 სმ სიღრმით, ამ გაჭრილის შიგნით კიდევ უნდა გაჭრათ სიგძეზე პარალელურად სიმეტრიული 45 გრადუსიანი ჭრილი

  7. გააცხელეთ აერღუმელი 250 გრადუსზე, დადეთ ბადე შუა ნაწილში, მის ქვეშ უნდა იყოს ტაფა, ან ღრმა ჯამი,რომ წვენი ჩაწვეთოს, ჩააწყეთ სიგრძივ ჭრილში ვაშლიანი მასა გადაახვიეთ ხორცის ნაჭერი ძაფით სიგრძივი გაჭრილით ზემოთ , დადეთ იგი გახურებულ ბადეზე დაუწიეთ ტემპერატურას 120 გრადუსამდე. 10 წუთის შემდეგ შებრაწეთ 90 წუთის განამავლობაში.

  8. დაჭერით ცოცხალი ხილი (ვაშლი) დააყარეთ შაქარი და ადუღეთ15 წუთი

  9. გახეხეთ მოხარშული ვაშლი საწურში, დაუმატეთ შაქარი და წამოადუღეთ კიდევ 15 წუთი

  10. გამოიღეთ ხორცის ნაჭერი. გადაიტანეთ ლანგარზე გადააფარეთ ფოლგა, გადმოიღეთ ტაფაზე ჩამოწვეთებული ცხიმი აურიეთ კონიაკში, ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 7 წუთი, მიღებული მასა, დაუმატეთ ხილის პიურეს.

  11. მოხსენით შემოკოჭილი ძაფი. დაჭერით ხორცის ნაჭერი პორციებად მოასხით ყველა ნაჭერს მზა სოუსი, სოუსს შეიძლება დაუმატოთ კარაქი25 გრ.



შესაძლებელია თქვენ მოგესურვოთ თქვენი საკუთარი სოუსის მირთმევა მაგრამ იცოდეთ,რომ კერძი დაკარგავს აუთენტურობას, ვაშლის ორნაირი სახეობა არის ამ კერძის საიდუმლო, ასევე თუ ეს არის უბრალო ვახშამი შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილით, სადღესასწაულოდ კი აირჩიეთ რაიმე არაჩვეულებრივი, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს, მოამზადეთ თვითონ და მოიწვიეთ ისინი სტუმრად!