სარგებელი ყოველი სანტიმეტრისგან: პრაქტიკული დიზაინი მხოლოდ 30 კვ.მ ფართის ბინაში 

სარგებელი ყოველი სანტიმეტრისგან: პრაქტიკული დიზაინი მხოლოდ 30 კვ.მ ფართის ბინაში 
პატარა ბინა... ბევრს ეს ფრაზა სასჯელი ჰგონია, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ერთოთახიან ბინას ეხება. არ იცით სად იპოვოთ ადგილი ავეჯისთვის, სად დაისვენოთ, არ არის საკმარისი ჰაერი, არ არის საკმარისი სივრცე. ამ საჩივრების სია განუსაზღვრელად გრძელდება. მათი პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე პატარა ბინის კომპაქტური მოწყობის იდეები. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩვენ დაგეხმარებით. გიჩვენებთ ნათელ მაგალითს, თუ როგორ მოვაწყოთ პატარა ერთოთახიანი ბინა, როგორ გავაუმჯობესოთ ის ვიზუალურად და დავტვირთოთ ფუნქციურად. ამის ნახვა ნამდვილად ღირს!



პატარა ბინის ტრანსფორმაცია ადვილი საქმე არაა. საჭიროა გამოყოთ ზონა დასვენებისთვის, მისაღებისთვის. ოსტატურად გააცალკევოთ საძინებელი სივრცე და კიდევ მოიფიქროთ სამზარეულოსა და სამუშაო კუთხის ადგილი. ამ ამოცანებს მარტივად გაუმკლავდებიან პოლონელი დიზაინერები კომპანიიდან Interurban. მათ პატარა ბინის შეკვეთა მიიღეს, რომლის საერთო ფართობის 30 კვ.მ.-ს არ აღემატებოდა.



არქიტექტორებს გაუმართლა განლაგებით - მათ სამუშაოდ ოთხკუთხედი სივრცე მიიღეს ერთი ფანჯრით და სამზარეულოს ნიშით. ბინის მეპატრონეებს ფუნქციური ინტერიერის გაკეთება სურდათ, ასევე ცალკე საძინებელი სივრცე. მათი ოცნების ასასრულებლად, დიზაინერებმა ააშენეს კონსტრუქცია, სადაც საწოლი მოათავსეს. აქვე მოაწყეს სამუშაო კუთხეც. ყუთში პატარა ფანჯარაც გააკეთეს, რომ სივრცე უფრო მთლიანი გამოჩენილიყო. 







როცა ბინას ერთი ფანჯარა აქვს




ოთახის ვიზუალურად გაფართოებაში სინათლე დაგეხმარებათ. სასურველი, რომ ის იყოს ბუნებრივი და მთელ ოთახს ანათებდეს. ამ პატარა ბინაში მხოლოდ ერთადერთი ფანჯარაა, ამიტომ დიზაინერებმა პრიალა ზედაპირები გამოიყენეს, დაუმატეს დეკორი კედელზე მართკუთხა პლაკატები, რომელიც მზის სხივებს წარმატებით ირეკლავს. 



კიდევ ერთი საინტერესო დეკორი - კედლის სარკე საწოლის კონსტრუქციაში. პირველ რიგში, სივრცეში ორიგინალურობის ელემენტია. მეორე მხრივ, სარკე სინათლეს ირეკლავს და მთელ ოთახში მის გავრცელებას ხელს უწყობს. მესამედ, საძინებლის ზონაში კომუნიკაციის საშუალებაა. 



მოდური ფერი და კაშკაშა სინათლე




ბინა რომ ფერადი ლაქებით არ გადაეტვირთათ, კედლები თეთრი დატოვეს. მაგრამ დინამიური ელეფერისთვის კაშკაშა შხეფები გამოიყენეს. სამზარეულოს ავეჯისა და აბაზანის ინტერიერისთვის ჰაეროვანი ფირუზისფერი გამოიყენეს. ნაცრისფერი ქსოვილი, ხის ელემენტები, დეკორატიული ბალიშები მოდური ფერით - ყველა ეს ელემენტი ერთად ჰარმონიული ინტერიერს ქმნის. 



ბუნებრივი სინათლის ნაკლებობის გამო, არქიტექტორმა დამატებითი ცივი ნათებები დაამონტაჟეს. მცირე ბინის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ: აირჩიეთ ნათურები რომელიც თეთრი ფერის აგრესიული სხივებით ანათებს, ასე ოთახი უფრო ნათელი და ვიზუალურად მოცულობითი იქნება. 

სამზარეულოს კუთხე




ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა - სამზარეულო კუთხეში. უმჯობესია თუ ავეჯს შეუკვეთავთ, თუმცა ახლა უკვე ყველა სტილის და მოდელის ავეჯის შეძენა არის შესაძლებელი. წინასწარ მოიფიქრეთ, თუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს სამზარეულომ. თუ მომზადება გიყვართ, იზრუნეთ რომ სამზარეულოს ზედაპირი გამძლე და კარგი ხარისხის იყოს. არ დაგავიწყდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ავეჯში უნდა ჩაამონტაჟოთ.
ამ ბინაში სამზარეულო მაქსიმალურად პატარაა. სამზარეულოს ზედაპირი უჟანგავი ფოლადისგან არის გაკეთებული - თანამედროვე და პრაქტიკული გადაწყვეტილება. ასეთი ზედაპირის დაცვა ადვილია და თან მცირე სივრცისთვის იდეალურია, რადგან ირეკლავს და აძლიერებს სინათლეს. 

როგორ შევქმნათ მაქსიმალური სივრცე პატარა სააბაზანოში ​




ამ ბინაში სააბაზანოც პატარაა. პატარა და კომპაქტური სანტექნიკის შერჩევით, საშხაპე ზონის მოდური ფირუზისფერი ფარდით გაყოფით საკმაო სივრცე იქმნება. 
პატარა ბინაში ჰარმონია გეომეტრიის გამოყენებით მიღწეულ იქნა. შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ დეკორის ელემენტები წრის ფორმით არის გაერთიანებული, რაც მოდურ და კომფორტულ სივრცეს ქმნის.