მეგობართან ვნახე უჩვეულო ნაძვის ხე, დიზაინერული ნამუშევარი მეგონა... აღმოჩნდა, მან თავად დაამზადა იგი

ამას წინად სტუმრად ვიყავი მეგობართან, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა და წარმატებით უმკლავდება თავის ახალ მოვალეობებს. მისი ბავშვი უკვე აქტიურად დახოხავს ბინაში.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს დასუფთავებასთან დაკავშირებული ფაციფუცი და ბავშვი მოარიდოს ნაძვის წიწვებს, ამ წელს მან გადაწყვიტა მოერთო სახლი ხელოვნური ნაძვის ხით. ვერ დავიჯერე, როდესაც გავიგე რისგან გააკეთა ეს საოცრება.



საკუთარი ხელებით შექმნილი ნაძვის ხე

თქვენ დაგჭირდებათ

  • 20ც პლასტმასის ბოთლი
  • მაკრატელი
  • სანთელი
  • სახაზავი ან საკერავი სანტიმეტრი
  • მარკერი
  • ყვავილის ქოთანი
  • ქვიშა
  • ხის ჯოხი


მუშაობის მსვლელობა

  1. მოაჭერით ძირი ყველა ბოთლს.



  2. მარკერის, სახაზავისა და მაკრატლის საშუალებით 5 ბოთლს მოაჭერით კიდევ 2სმ, 5-ს - 4სმ და კიდევ 5-ს -6სმ.



  3. თითოეულ ბითლზე გააკეთეთ გრძივი განაკვეთები 1სმ ინტერვალებით.



  4. აანთეთ სანთელი და ფრთხილად მიტანეთ ცეცხლთან დაჭრილი დეტალების კიდეები მთელ სიგრძეზე.



  5. როდესაც ნაძვის ხის ყველა პლასტმასის ფენა მზად იქნება, შეგიძლიათ დაიწყოთ მისი აწყობა. ქოთანში ჩაყარეთ ცოტაოდენი ქვიშა და ჩაამაგრეთ ჯოხი ცენრტში.



  6. პლასტმასის ნაწილები ჩამოაცვით ჯოხს. დაიწყეთ დიდებით და დაამთავრეთ ყველაზე პატარა ფენით



  7. მორთეთ ნაძვის ხე სათამაშოებით.




იხილეთ ვიდეოში დეტალურად ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ატრიბუტების მომზადების მასტერ-კლასი.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა