ასტროლოგების აზრით თევზები ყველაზე რთულად გასაგები ნიშანია და აი რატომ.

ასტროლოგების აზრით თევზები ყველაზე რთულად გასაგები ნიშანია და აი რატომ.
თევზები - გამორჩეული და მეტად ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად საგანგებოდ მალავენ თავიანთ ჭეშმარიტ ფიქრებსა და სურვილებს გარე სამყაროსგან.

ასტროლოგების აზრით თევზები ყველაზე რთულად გასაგები ნიშანია და აი რატომ.

ისინი ნაზი, მოსიყვარულე და მზრუნველი, ოქროს გულის მქონე ადამიანები არიან. თუმცა, მათ მარტივად შეუძლიათ თავიანთი ემოციებისა და ფიქრების ხაფანგში მოქცევა. თევზები როგორც წესი მიდიან ფიქრებში და ცდილობენ გაექცნენ რეალობას, ვინაიდან მათ ღრმა, მდიდარი და რთული შინაგანი სამყარო აქვთ, რომელსაც შეუძლია მათი მოწყენილობის შელამაზება თავისი ფერადი ფანტაზიებით. თევზები ყველაზე დიდი მეოცნებეები არიან და გამოირჩევიან თავიანთი შემოქმედებითი უნარებით. თუმცა, ხშირად ისინი გრძნობენ, თითქოს გარშემომყოფებს არ ესმით მათი. ეს კი დეპრესიაში აგდებთ.

თევზებს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლიათ სამყარისთვის და ჩვენც ბევრს ვისწავლით მათგან, თუკი თავს ძალას დავატანთ და შევეცდებით გავუგოთ ამ ნიშანს.

რატომ არის ასე რთული თევზის გაგება? აი რატომაც:

მათ ხშრად განცალკევებულად უჭირავთ თავი

მათ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, სურთ, რომ გაუგონ. თუმცა, ისინი ხშირად ვერ პოულობენ შესაფერის სიტყვებს, რათა გადმოსცენ ის, რასაც განიცდიან ან სურთ. თევზები ძირითადად საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები. ეს კი სრულებით არ აადვილებს მათ ამოცანას, ვინც გადაწყვიტა მიუახლოვდეს. თუ თქვენ არ შეწყვეტთ მცდელობებს, თევზები ადრე თუ გვიან გაგეხსნებიან. მიეცით ამისათვის დრო. მოეპყარით მათ სიყვარულით, პატივისცემითა და გაგებით და თქვენ სრაფად მოიპოვებთ მათ კეთილგანწყობას. გარე სამყარო ხშირად ანცვიფრებს მათ, ამიტომ ნუგეშს ეძებენ საკუთარ ფანტაზიებსა და წარმოსახვაში. შეეცადეთ საუბარი წამოიწყოთ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ისინი მაშინვე გამოცოცხლდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიაში.

თევზებს რეალობიდან ფანტაზიების სამყაროში გაქცევა უყვართ

თევზებს ადვილად უცრუვდებათ იმედები თანამედროვე სამყაროში. ძირითადად იმიტომ, რომ იგი ეჩვენებათ ზედმეტად მომთხოვნად, შემზღუდველად და დამქანცველად. სამყარო წინ მიიწევს ისეთი სისწრაფით, რომ ისინი ხშირად ვერ ეწევიან მას, ამიტომ უყვართ სირთულეებისგან გაქცევა თავიანთი ფანტაზიების სამყაროში. თევზებს სულაც არ სურთ თავი მოგაჩვენონ დაბნეულად და უხეშად, უბრალოდ რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ხშირად ღლის მათ და აცლის შთაგონებას. შეეცადეთ გაიგოთ მათი ხასიათის ეს თვისება და თქვენ გაცილებით გაგიადვილდებათ მეგობარ თვეზებთან ურთიერთობა, მაშინაც კი, როდესაც ისინი იფრენენ თავიანთი ოცნების კოშკებში.

მათ სურთ ადამიანებთან სიახლოვე, მაგრამ ეშინიათ, რომ ისინი გულს ატკენენ

თევზები, როგორც წესი, ძალიან კეთილები და მზრუნველები არიან. ბევრი აშკარად სარგებლობს მათი ამ თვისებებით. ისინი ოცნებობენ რომანტიკაზე და სასიყვარულო ურთიერთობებზე, მაგრამ უმეტესობა იმდენჯერ დაიფერფლა წარსულში, იმდენჯერ ატკინეს გული, რომ ვეღარ იშორებს შიშს - ისევ არ შეცდეს ადამიანებში. თუმცა, თუკი თქვენ შანსს მიცემთ თევზებს და შეძლებთ მათი ნდობის მოპოვებას, მაშინ დაადგებით მშვენიერი, მრავალმხრივი, საინტერესო ურთიერთობის გზას მათთან, იქნება ეს რომანიკული თუ პლატონური.

მათი გული ღიაა

თევზები ძლიერ ემოციურები არიან და შეუძლიათ გული მთლიანად გაუღონ მათ, ვისაც მიჩნევენ ამის ღირსად. მათ ადვილად უყვარდებათ, ამიტომაც ხშირად ცეცხლში იწვებიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ ადამიანებში საუკეთესოს დანახვას და ხშირად ამას აგრძელებენ მას შემდეგაც, რაც გულნატკენი რჩებიან. მაგრამ თუკი თქვენ მათ ძლიერ აწყენინებთ, იცოდეთ, შეიძლება გაპატიონ, მაგრამ არასოდეს დაივიწყებენ ამას. თევზები ბევრს მოელიან ახალი ურთიერთობებიდან და ეს გაზვიადებული მოლოდინები ხშირად არ ამართლებს. მათ სურთ სწამდეთ უკეთესის, ადამიანების, მაგრამ უკვე იმდენჯერ შეცდნენ, რომ მათი მოთმინება და იმედი ხშირად ამოწურვის პირასაა.

თევზებს ხშირად ჭირდებათ მარტო ყოფნა

როგორც უკვე ვისაუბრეთ, გარე სამყარო ხშირად ღლის თევზებს. მათ საკმაო დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დაისვენონ და აღიდგინონ ძალები თავს დამტყდარი ქარიშხლის შემდეგ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თევზები ისევე საჭიროებენ ურთიერთობებს, მხარდაჭერასა და სიყვარულს, როგორც მარტოობას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ თევზებისთვის, მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი, ყურადღება მიაქციეთ, რომ ძლიერ არ დაგშორდნენ და თავის თავში ზედმეტად არ ჩაიკეტონ. პატივი ეცით მათ მოთხოვნილებას - დროდადრო განმარტოვდნენ სიმშვიდეში. უბრალოდ შეახსენეთ, რომ როდესაც მობეზრდებათ მარტო ყოფნა, თქვენ მის გვერდით იქნებით.

ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან

თევზებს ხიბლავთ ახლო, განსაკუთრებით რომანტიკული ხასიათის ურთიერთობები. თუმცა, ბუნებით ისინი მარტოხელები არიან. საუკეთესო პირად ურთიერთობებსაც კი შეუძლია დროდადრო მათი გადაღლა. შესაბამისად ზოგჯერ ჭირდებათ განმარტოვება, ძალების აღდგენა და კონცენტრირება იმაზე, რასაც ყველაზე მეტად აფასებენ ამ ურთიერთობებში. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მათზე ამის გამო. დაიჯერეთ, მათ სულაც არ სურთ თქვენგან ჩამოშორება, მაგრამ ზოგჯერ ერთადერთი ადამიანი, ვისი დანახვაც სურთ, ეს არის საკუთარი ანარეკლი სარკეში. თევზებს არ უყვართ სხვებზე დამოკიდებული ყოფნა. პრობლემების გადაწყვეტას ამჯობინებენ საკუთარი ძალებითა და ჭკუით.