რამდენიმე ხალხური საშუალება თმის ცვენის სამკურნალოდ

რამდენიმე  ხალხური  საშუალება თმის ცვენის სამკურნალოდ
თმის ცვენა პრობლემაა, რომლის წინაშე ზოგჯერ მედიცინის უახლესი მიღწევებიც კი უძლურია, ამიტომ მინდა, ჩვენს თანამემამულეებს ვასწავლო რამდენიმე ხალხური საშუალება - როგორც კი შეამჩნევენ, რომ თმის ცვენა დაეწყოთ, მაშინვე უნდა შეუდგნენ მკურნალობას, რათა პროცესი არ გაძლიერედეს და სავალალო შედეგით არ დასრულდეს.

  • აიღეთ 50 გრამი მშრალი ჭინჭრის ფოთოლი, ჩაყარეთ 1 ლ ღვინის ძმარში, გააჩერეთ სიბნელეში 7 - 10 დღე, გადაწურეთ და თმაშეთხელებულ ადგილებზე წაისვით.

  • შეგიძლიათ, სცადოთ ასეთი ნაზავიც: 2 კვერცხის გული გაქენით 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. შეიზილეთ თმის ძირებში, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ცხელი წყლით ჩამოიბანეთ. რამდენიმე კვირაში თმის ცვენა წყდება და ახალი ამოდის.

  • თმის ცვენას აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენიც: აიღეთ 10 გრამი კრაზანას ხმელი ყვავილი, დაასხით 90 მლ არაყი ( მშრალი თმისთვის ) ამ სპირტი (ცხიმიანი თმისთვის ), გააჩერეთ 1 კვირა, გადაწურეთ და მინის დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ამ ნაყენით გაიწმინდეთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.

  • აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი კეფირი, 1 კბილი გახეხილი ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, მოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 45 წვეთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ თმაზე ძმრიანი წყალი. ეს თმას მიანიჭებს ჯანსაღ, აბრეშუმისებრ შესახედაობას. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე გვირილის ან ჭინჭრის ნახარში.

  • აიღეთ 200 გრ კარგი კონიაკი, აურიეთ 100 გრ გახეხილ ხახვში ან ნიორში (წვენიც შეიძლება) და ეს ნარევი ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში. თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, მეორე კურსი ჩაიტარეთ. როცა თავზე ღია ფერის თმა ამოგივათ, მოიპარსეთ და განაგრძეთ მკურნალობა. თქვენი თმის ბოლქვები აუცილებლად აღდგება და ჩვეულებრივი (როგორიც ადრე გქონდათ) თმაც ამოგივათ. მე და ჩემს მეგობარს გვიშველა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი