ლაბურნუმი ანუ "ოქროსფერი წვიმა" - აუცილებელი მოთხოვნები მის მოსავლელად

ლაბურნუმი ანუ "ოქროსფერი წვიმა" - მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, რომელსაც დეკორატიული თვისებები და არომატი აქვს.  

მცენარე განსაკუთრებულად ლამაზია ყვავილობის დროს, რადგან თავისი მზიანი ყვავილებით "ოქროსფერ წვიმას" ჰგავს და ყურადღებას იზიდავს. ფოთლები და ყვავილები თითქმის ერთდროულად იფურჩქნება - 20 მაისს. აღსანიშნავია, რომ ლაბურნუმის ყველა ნაწილი შხამიანია.

სხვა წიწვოვანი მცენარეების ფონზე მისი დეკორატიული თვისებები გამოხატულია. 

ბუნებრივ პირობებში მცენარეს სამხრეთ ევროპის თბილ ქვეყნებში შეხვდებით. ზამთრის ცივ კლიმატს ვერ უძლებს და შეიძლება გაიყინოს, თუმცა აღდგენა სწრაფად ხდება. კაშკაშა ყვითელი ყვავილების შენარჩუნება კარგი ამინდის პირობებში შესაძლებელია. 

აუცილებელი მოთხოვნები ლაბურნუმის მოსავლელად




  • დარგვისთვის მზიანი ადგილი უნდა შეარჩიოთ, თუმცა ორპირი ქარისგან დაცული უნდა იყოს. 
  • ნიადაგი ფხვიერი უნდა იყოს ჰაერისა და წყლის კარგი გამტარობით. 
  • ლაბურნუმი შეგიძლიათ გაზარდოთ ქალაქაგარეთ, ან ქალაქში. მას აქვს უნარი გაიხაროს დაბინძურებულ ჰაერშიც. 
  • სხლავენ წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე.სხვლა პირველი ფოთოლის გამოჩენისთანავე დაიწყეთ. აუცილებელია დაიცვათ გაყინვისგან.
  • რეგულარული მორწყვა არ სჭირდება, წვიმის სახით დატენიანება მისთვის საკმარისია. თუ მშრალი პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, შეგიძლიათ მორწყათ. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სასუქი მიაწოდოთ. დააკვირდით ყვავილის განვითარებას. საუკეთესო დროა გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა. 


ლაბურნუმის გამრავლების მეთოდები




გამრავლება თესლით

დარგვამდე თესლს ნახევარი თვის განმავლობაში დაშრევენ. დროის უკმარისობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი წყალი ან ჩადოთ თესლი გოგირდის მჟავაში 30 წუთით. 

გამრავლება კალმით

კალმებს ერთი შუალედური ადგილით და ორი წამონაზარდით 50% ფოთლებით რგავენ სათბურში. 

გამრავლება ფენებით

ყველაზე ქვედა რბილ ტოტებს (ადრეულ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე) აკრავენ მიწაზე და რწყავენ. ტოვებენ ასე ფესვების გამოჩენამდე. 1-2 ახალ  პატარა ბუჩქს მომავალ გაზაფხულზე აცალკევებენ და რგავენ.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა