კანფეტების დაცარიელებულ ყუთს ნუ მოისვრით სანაგვეში. მიეცით მას კიდევ ერთი შანსი!

მე ყოველთვის მიმაჩნდა თავი ხელსაქმის მცოდნედ. თუმცა როდესაც მკითხეს, სად იყიდება კორექსი, მე დავფიქრდი, რა მასალაა ის და რისთვის არის საჭირო? მადლობა საძიებო სისტემას, რომელიც დამეხმარა გარკვევაში. ახლა კანფეტის ყუთის გამოჩენისას ვინტერესდები არა მარტო მისი ტკბილი შიგთავსით.



შესაფუთი მასალისგან დამზადებული ნაკეთობები

ვფიქრობ, ეს მასალა ნამდვილი მიგნებაა - მიირთვით კანფეტები, მიიღეთ შთაგონება, ხოლო კორეკსი დაიტოვეთ ხელსაქმისთვის. არსებობს მისი გამოყენების უამრავი ვატიანტი.

ამ ნაკრებში წარმოდგენილია საუკეთესო მეთოდები იმისათვის, რომ შევქმნათ ნაკეთობები საკუთარი ხელით. თამამად მოუხმეთ ბავშვებს. უმრავლესობას დამოუკიდებლადაც გააკეთებენ.

ორიგინალური ნაკეთობები

  1. ცადეთ გააკეთოთ აბაჟური სანათისთვის. ამისათვის საჭიროა მიირთვათ რამდენიმე ყუთი კანფეტი და ერთმანეთზე შეაერთოთ შესაფუთის ჩანართები. გამოიყენეთ ცხელი წებო, სტეპლერი ან გამჭვირვალე ძაფი. დაამაგრეთ კონსტრუქცია ძველ ჩარჩოზე ან გააკეთეთ ახალი მყარი მავთულისგან.



  2. გადაჭრილ პლასტმასის ბოთლს შემოახვიეთ უჯრედებიანი შესაფუთი მასალა, დაამაგრეთ. ახლა კალმები და ფანქრები ნაკლებ ადგილს დაიკავებენ მაგიდაზე. იგი ასევე შეიგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ლარნაკი.




  3. გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდი - დათესოთ თესლები ჩაღრმავებებში, შეგიძლიათ დანომროთ, რომ არ აგერიოთ სხვადასხვა ჯიში.



  4. მზინავი კორეკსი გამოდგება საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად. ამოჭერით სასურველი ფორმები და შეაერთეთ ერთმანეთს. გამოგივათ მშვენიერი ნაძვისხის მოსართავი ან გირლიანდა.



  5. თაიგულის შექმნა კი უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. შედეგი ამად ღირს. იხილეთ ინსტრუქცია.



  6. თუ ჩართავთ ფანტაზიას, შეძლებთ არა მარტო თევზების, არამედ სხვა ცხოველების შექმნასაც.




თუკი განფეტები გათავდა ყუთში - არ იდარდოთ. თქვენ შეძლებთ ახლის დამზადებას. ამისათვის საჭიროა, შეიძინოთ შოკოლადის ფილა და თხილეული.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 200გრ შავი შოკოლადის ბურბუშელა (ჩიპები)
  • 200გრ თეთრი შოკოლადის ბურბუშელა
  • 150გრ თხილი


თუ შოკოლადის ბურბუშელას ვერ იშოვნით მაღაზიაში, შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე ფილა ხარისხიანი შოლოლადი ან მოამზადეთ მინანქარი. აუცილებელი არ არის თეთრი შოკოლადი, შეგიძლიათ მხოლოდ შავი გამოიყენოთ.

მომზადების წესი

  1. გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე სხვადასხვა ჭურჭელში

  2. თხილი დაფქვით.

  3. ფორმის მესამედი ააცსეთ შავი შოკოლადით, გააშრეთ და შემდეგ თითით გააკეთეთ ღრმული შუაში, ჩაყარეთ დაქუცმაცებული თხილი.

  4. ზემოდან დაასხით თეთრი შოკოლადი. სულ ესაა! კანფეტებიც მზადაა! იმისათვის, რომ თავისუფლად ამოიღოთ ფორმიდან კანფეტები, რამდენიმე წამით დაიჭირეთ ცეცხლის ზემოდან.




როგორც ხედავთ, შესაფუთი მასალისგან უამრავი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება. ხელსაქმე ძალიან გაახალისებთ ბავშვებსაც.