ტვინის დემენციისა და ალცგეიმერის დაავადების აცილება შეიძლება, თუ იცით ეს 10 საიდუმლო!

ტვინის დემენციისა და ალცგეიმერის დაავადების აცილება შეიძლება, თუ იცით ეს 10 საიდუმლო!
ადამიანის ტვინს განუზომელი შესაძლებლობები აქვს.

სამწუხაროდ, ალცგეიმერის დაავადება ან შესაძლებლობების უმრავლესობას ანადგურებს.

დემენცია იწვევს ისეთ საშინელ შედეგებს, როგორებიცაა:
- მახსოვრობის დაკარგვა
- ნელი განსჯა
- რთულად აზრის გამოთქმა
- მოულოდნელი ცვლილებები ქცევაში

ასეთი სიმპტომების, როგორც ალცგეიმერის დაავადების, გამოვლენის ალბათობა შეადგენს 60%-დან 70%-მდე.

მაგრამ ეს შეიძლება იყოს პარკინსონის ან ფარისებრი ჯირკვალის დაავადების, თავის ტრამვის, დეპრესიის, ძარღვების ცვლილების და ვიტამინების დეფიციტის სიმპტომებიც.

ამიტომ დემენციის რომელიმე ნიშნის შემჩნევისას მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება ჩქარა.

ბოლოს და ბოლოს, თუ პრობლემა შექცევადია, ასე სწრაფად აღადგენთ ტვინის ფუნქციებს.

რაც შეეხება ალცგეიმერის დაავადებას, ყველამ იცის, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და მისი მკურნალობა ძალიან რთულია იშვიათად შედეგიანი.

აი რატომ არის, ასეთ შემთხვევაში, პროფილაქტიკა საუკეთესო სტრატეგია.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ გაამყაროთ თქვენი ტვინი და დაიცვათ იგი დეგენერატიული დაავადებებისგან, მათ შორის ალცგეიმერის დაავადებისგან.

გავეცნოთ პროფილაქტიკის 10 წესს:

1. ანტიხოლინერგიული პრეპარატების გამოყენების მინიმიზაცია

პრობლემა ამ პრეპარატებთან ის არის, რომ ისინი ამცირებენ პარასიმპატიურ ნერვულ იმპულსებს. პარასიმპატიურ სისტემას აქვს ძილის დროს მიმდინარე მოქმედებების მართვის ფუნქცია. ანუ ეს არიან ნერვები, რომლებიც პასუხს აგებენ ფილტვების, საშარდე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხეულის სხვა ნაწილების კუნთების მოქმედებაზე.

ექიმების მიერ დანიშნული დასაძინებელი, ანტიალერგიული, ანტიდეპრესიული და გულის პრეპარატების უმეტესობა ფლობს ორგანიზმზე ძლიერი ანტიხოლინერგიული ზემოქმედების უნარს.

არსებობენ კვლევები, რომელთა მიხედვით ანტიხოლინერგიული პრეპარატების რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის განვითარების რისკს.

ამის გამო მთელ მსოფლიოში მრავალი სამედიცინო მუშაკი ცდილობს ამცნოს თავის პაციენტებს ასეთი წამლების საშიშროებისა და მათი შეზღუდულად გამოყენების გზების შესახებ.

2. ვიტამინი D

მრავალმა გამოკვლევამ აღმოაჩინა მჭიდრო კავშირი ჭკუასუსტობასა და ვიტამინი D დაბალ დონეს შორის.

შეეცადეთ თავი მზეს მიაპყროთ და მიიღოთ ვიტამინი D (დოზირება ექიმს შეუთანხმეთ). ეს დაგეხმარებათ აიცილოთ თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.

3. ომეგა 3

ადამიანის რაციონში მისი არარსებობა შეიძლება გახდეს ტვინში პრობლემების მიზეზი.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თევზის ცხიმის მოხმარების დაწყებამდე იმიტომ, რომ მისი გაუწონასწორებელი მიღება გვერდით ეფექტებს გამოიწვევს.

4. B ჯგუფის ვიტამინები

ვიტამინები, როგორებიცაა B12, B6 და ფოლიუმმჟავა დაგეხმარებათ ჰომოცისტეინის მოლეკულების დონის დაწევაში.

ჰომოცისტეინის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანში ძარღვების პრობლემების განვითარებას.

ამის გარდა ეს გამოიწვევს ორგანიზმის დაბერების კვალობაზე გონივრულობის დადაბლებას.

თქვენ რაციონში ჩართეთ B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.

5. ფიზიკური აქტივობა

ფეხით გასეირნებები და ველოსიპედით სვლა 30 წუთის განმავლობაში ყოველ დღე დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, განსაკუთრებით თავის ტვინზე.

6. ავარჯიშეთ თქვენი ტვინი

გამოიწვიეთ თქვენი ტვინი კროსვორდების ან სხვა თავსატეხების ამოხსნის, ასევე ენის სწავლის გზით. ეს დაამუხრუჭებს მახსოვრობის გაუარესებას.

ახლახან კვლევამ აჩვენა, რომ ერთზე მეტი ენის მცოდნე ადამიანები ინარჩუნებენ საღ გონებას ღრმა სიბერემდე, ერთი მშობლიური ენის მცოდნეები ნაკლებად.

7. ალკოჰოლისა და მოწევის შემცირება

მწეველებში 45%-ით მაღალია ალცგეიმერის დაავადების განვითარების რისკი.

ალკოჰოლის მიმღები პირებიც დემენციის პოტენციალური მსხვერპლნი ხდებიან, განსაკუთრებით ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას.

8. თავი დაიცავით ტრამვებისგან

როდესაც კი სპორტით (სკეითბორდი, ბურთიანი ციგები, ველოსიპედი) ხართ დაკავებული, ისარგებლეთ დამცავი შლემით. ტრამვა ალცგეიმერის დაავადებას გაახლოვებთ.

9. ურთიერთობა

ადამიანებთან კარგი ურთიერთმოქმედება ტვინს ნეგატიური შედეგებისგან იცავს.

ეკონტაქტეთ მეგობრებსა და ნათესავებს რაც შეიძლება დიდხანს და ხშირად.

10. წონის, ქოლესტერინის დონის და არტერიალური წნევის კონტროლი

ეს ყოველთვის კარგია - იდეალური წონა და გაწონასწორებული ჰორმონალური მაჩვენებლები.

ამ მაჩვენებლების სერიოზული ცვლილებები იწვევენ ინსულტს და გულის პრობლემებს.

სწორი კვება, გამდიდრებული თევზით, ბოსტნეულით, კაკლეულით და თესლებით, მნიშვნელოვნად ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.

ახლა კი იხილეთ ვიდეოინფორმაცია: