ჯანჯაფილს აღარ ვყიდულობ - თვითონ ვზრდი სახლში

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა თავისი მძაფრი გემოთი და გამოხატული არომატით თითქმის მსოფლიოს ყველა სამზარეულოში გვხვდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მისგან ჯემს ამზადებენ, ინგლისსა და აშშ-ში ლუდს აკეთებენ, რუსეთში - რძეს და ნამცხვრებში დაფხვნილი სახით ურევენ. ახალი ან გამხმარი სახით კოჭა შეიძლება გამოიყენოთ როგორც თევზის, სოუსების და ხორცის სუნელი. ერთი სიტყვით, ნებისმიერ სამზარეულოში ზედმეტი არ იქნება. მისი გაზრდა კი ძალიან მარტივია. დღეს გაიგებთ, თუ როგორ დარგოთ იმბირი და მოიყვანოთ მოსავალი სახლის პირობებში. 



იმბირის დასარგავად საუკეთესო დრო ზამთრის ბოლო, ადრეული გაზაფხულია. დასარგავად დაგჭირდებათ: საშუალო სიღრმის ფართო ქოთანი, მინიმუმ 30 სმ დიამეტრის, რადგან იმბირი სიფართეში იზრდება; ნიადაგი; დრენაჯი (თიხა, ან წვრილი კენჭი) და იმბირის ღერო. უმჯობესია დარგოთ ისეთი ღერო, რომელსაც ფესვები აქვს გამოსული. მათ გასაღვივებლად იმბირი რამდენიმე საათით თბილ წყალში მოათავსეთ. გადარგვამდე ღეროს რამდენიმე ნაწილად ჭრიან და მოჭრილ ადგილებს კალიუმის პერმანგანატით ამუშავებენ. 



კოჭას ზედმეტი ტენიანობა არ უყვარს, ამიტომ ქოთანში პირველ ფენად აუცილებლად დრენაჟს დებენ. ფენის სისქე ქოთნის ზომის მიხედვით შეარჩიეთ. ჩვეულებრივ ის მოცულობის 1/3-ს არ აღემატება. დრენაჟის შემდეგ ნიადაგი ჩაყარეთ. სახლში გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰუმუსის, ქვიშისა და ფოთლოვანი მიწის ნარევი თანაბარი პროპორციით. 2 სმ სიღრმეში ჩარგეთ კოჭა, ისე თავები ზემოთ ჩანდეს. 



თუ ერთ ქოთანში რამდენიმე კოჭას რგავთ, დარწმუნდით რომ ისინი ერთმანეთისგან მინიმუმ 20 სმ-ით არიან დაშორებული. დარგვის შემდეგ მორწყეთ და ქოთანს პლასტმასის შესაფუთი დაახურეთ, გადაიტანეთ ნათელ, თბილ ადგილას. ნიადაგის ტენიანობის შესანარჩუნებლად წყალი დაასხით, მაგრამ მცირედ. 
პირველი ფოთოლის გამოჩენის შემდეგ თავსახური შეგიძლიათ მოხსნათ. ქოთანი კარგად განათებულ ადგილას გადაიტანეთ, თუ შესაძლებელია დიფუზური სინათლე მიაწოდეთ. ზაფხულში აივანზე შეგიძლიათ გაიტანოთ. 



მოსავლის აღების პერიოდია შემოდგომა, როცა ფოთლები ყვითლდება და ცვივა. ამ დროს ფესვებს თხრიან. პატარა წამონაზარდები შეგიძლიათ მოაჭრათ და თავიდან დარგოთ. დანარჩენი ნაწილი კი მზეზე რამდენიმე დღე გამოაშრეთ და შეგიძლიათ სამზარეულოში გემრიელი კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ.