არასოდეს არ გამისინჯავს ასეთი გემრიელი კომბოსტო... მაგარი რეცეპტია!

არასოდეს არ გამისინჯავს ასეთი გემრიელი კომბოსტო... მაგარი რეცეპტია!
მოშუშული კომბოსტო ხორცით
მოშუშული კომბოსტო-პოპულარული და მადისაღმძვრელი კერძია, ერთერთი მთავარი საიდუმლო, რის გამოც იგი გემრიელია ეს არის მასში გაკეთებული საკმაოდ ბევრი ცხოველური ან მცენარეული ცხიმი, პლიუს საკმაზების სწორი ბალანსი, რომლებიც არომატს და სიმწარეს აძლევენ მას.
ხშირად მოშუშულ კომბოსტოს მიირთმევენ მოხარშულ კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად, ზოგიერთ კერძში ეს ინგრედიენტები ერთ ჭურჭელში მზადდება, მაგ: ლახანორიზო, გთავაზობთ მოშუშული კომბოსტოს რეცეპტს ხორცით და კარტოფილით
ინგრედიენტები
  • კომბოსტო 1ც.
  • კარტოფილი 4ც.
  • სტაფილო 3ც
  • ხახვი1ც
  • საქონლის ხორცი 300გრ
  • ნიორი 3 კბილი
  • დაფნის ფოთოლი 1ც
  • წყალი 3 ჭიქა
  • შაქარი 2 სადილის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 2 სადილის კოვზი
  • კარაქი 3 სადილის კოვზი
  • ზეთი 5 სადილის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • კამა გემოვნებით

მომზადების წესი
  1. ხახვი და კარტოფილი დაჭერი მსხვილ კუბიკებად, სტაფილო გახეხე მსხვილ სახეხზე, ნიორი დაჭყლიტე, კომბოსტო დაჭერი.
  2. ცხიმში რიგ რიგობით მოშუშე ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და კომბოსტო. გადაიტანეთ ბოსტნეული ღრმა ქვაბში
  3. დაჭერით ხორცი კუბიკებად, შებრაწეთ შეწითლებამდე და გადაიტანეთ ბოსტნეულიან ქვაბში
  4. წყალში დაამატეთ ნიორი, დაფნის ფოთოლი, ძმარი, მარილი და შაქარი, ამ ნარევში აურიეთ ხორცი ბოსტნეულით, დაამატე კარაქი, მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში, მიირთვით მწვანილით შემკობილი., ეს არის უნივერსალური რეცეპტი, რომელიც თქვენ გამოგადგებათ, მიირთვით გემრიელად!