"ჭკვიანი" ავეჯი, რომელიც პატარა ბინის ინტერიერსაც ფუნქციურად დატვირთავს

"ჭკვიანი" ავეჯი, რომელიც პატარა ბინის ინტერიერსაც ფუნქციურად დატვირთავს
მაქსიმალურად მეტი თავისუფალი კვადრატული მეტრის შექმნა, ამავე დროს საცხოვრებელი ფართის უფრო ფუნქციურად დატვირთვა - ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. თუმცა თუ ავეჯის შერჩევას ყურადღებით მოეკიდებით - შეუძლებელი არაფერია. პროცესი რომ გაგიადვილდეთ "ჭკვიანი" ავეჯის რამდენიმე შესაფერის მოდელს წარმოგიდგენთ:

სკამი-საკიდი

როგორც იცით, სახლში სკამი ბევრ სივრცეს იკავებს. მათი მოშორებით სივრცე უფრო დიდი გამოჩნდება, განსხვავებას განსაკუთრებით პატარა ბინებში შენიშნავთ. მეორე მხრივ, მათ სამუდამოდ მოშორება შეუძლებელია, რადგან მათ პრაქტიკული ფუნქცია აქვთ. აქ კი უჩვეულო აქსესუარები დაგეხმარებათ.
The Hanger Chair - კომპაქტური დასაკეცი სკამია. გაშლილი ჩვეულებრივი სკამის ფუნქციას ასრულებს. დაკეცილი კი შეგიძლიათ კარადაში ტანსაცმლის დასაკიდად გამოიყენოთ. 



კომპაქტური კომპიუტერის მაგიდა

თანამედროვე სამყაროში კომპიუტერის მაგიდა ისევე აუცილებელია, როგორც დივანი და საწოლი. თუმცა ყველა ბინაში სრულყოფილი კომპიუტერის მაგიდა შეუძლებელია. მათთვის გამოიგონეს OneLess Desk, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება. აქ არის მაგიდა კომპიუტერისთვის, საწერი პანელი, პრინტერის სტენდი და ფაილების ორგანიზატორი. 

თარო-საკიდი

დიზაინერებმა რამდენიმე ფუნქციის გაერთიანება გადაწყვიტეს. მათ შექმნეს წიგნების თარო, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ტანსაცმლის დასაკიდად გამოიყენოთ. ასეთი თარო სტუდიოს ტიპის ბინაში მოსახერხებელი და კომპაქტური იქნება. 


კომოდი-სახლი

თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ ასეთი კომოდი-სახლი ნამდვილად გამოგადგებათ. შეგიძლიათ დადგათ საძინებელში, შემოსასვლელში ან მისაღებ ოთახში.