სტენოკარდია და გულის დაავადებები დაგავიწყდებათ. 82 წლის ვარ და 6 წელია არავითარი წამალი არ მიმიღია

სტენოკარდია და გულის დაავადებები  დაგავიწყდებათ. 82 წლის ვარ და 6 წელია არავითარი წამალი არ მიმიღია
ვარ 82 წლის. მთელი სიცოცხლე ხალხურ რეცეპტებს ვაგროვებ. მრავალი მათგანი გასაჭირში მეც გამომადგა და ჩემს ახლობლებსაც. მინდა, თქვენც გასწავლოთ. რამდენიმე წლის წინ სტენოკარდიით საავადმყოფოში მოვხვდი. გამომიწერეს ნიტროსორბიდის 4 ტაბლეტი, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ერთი ხალხური რეცეპტი აღმოვაჩინე. მოვაგროვე ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მოვამზადე ნაყენი და დავიწყე დილა-საღამოს თითო კოვზის სმა. მესამე დღეს ტაბლეტების მიღება შევწყვიტე. ამ ნაყენით ვმკურნალობდი წელიწად-ნახევარი. სამაგიეროდ, 6 წელია, არავითარი წამალი არ დამჭირვებია.

აი, ეს რეცეპტიც:
  • ცალკე სამ ჭიქა წყალში მოხარშეთ არყის კვირტები და ცაცხვის ყვავილი. გადაწურეთ. როდესაც თაფლი გაგრილდება, ჩაამატეთ ნახარში და ცოტა ხნით ისევ შედგით ნელ ცეცხლზე. მზა ნარევი ჩაასხით ორ მუქ ბოთლში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, შედგით მაცივარში, მიღებამდე შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.


    ასევე, კარგია:
  • აიღეთ 0,5 კგ ნატურალური თაფლი და 0,5 ლიტრი არაყი. ჩადგით წყლის აბაზანაში, დაბალ ცეცხლზე, და ქაფის გაჩენამდე ურიეთ.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილის, მატიტელას, შავბალახას, ბერულას ფოთლები, კატაბალახას ძირები, ერთმანეთში აურიეთ, აიღეთ 6 ს/კ ნარევი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და შეურიეთ პირველ ნარევს. დააყენეთ სიბნელეში 3 დღით, შემდეგ დაიწყეთ სმა. პირველ კვირას მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეორე კვირასაც ასევე, ოღონდ სუფრის კოვზით. ნაყენი რომ გათავდება, ახალი მოამზადეთ. მისი სმა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ წამალი არ გაძლევთ ეფექტს, მაგრამ სმა განაგრძეთ. გული სად გაქვთ დაგავიწყდებათ.

    არსებობს უფრო მარტივი რეცეპტიც:
  • მოხარშეთ 2 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული ასკილი, დაამატეთ ამდენივე კუნელი და შავბალახა, ცაცხვის ყვავილი ან კრაზანა, ეს ყველაფერი 10 წუთი ადუღეთ, 3-4 საათით დააყენეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ იმავე წესით.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი