კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი უმალვე ქრება...

კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი უმალვე ქრება...
კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი მრავალი გოგონასთვის კარგად არის ნაცნობი. მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი, თუმცა მას შემდეგ რაც ამ ხალხურ საშუალებებს მივაგენი, შვებით ამოვისუნთქე:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი თავშავა და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და ჩაასხით თერმოსში. უნდა სვათ მენსტრუაციის დღეებში ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. ნაყენი ხსნის ტკივილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას ხშირად სვამენ კლიმაქსურ პერიოდშიც ჭარბი აღგზნებადობისა და უძილობის სამკურნალოდ.

  • მარწყვბალახასგან წამალი ასე მზადდება: 20 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ადუღოთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. გააცივოთ და გადაწუროთ. უნდა მიიღოთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე.

  • ერთმანეთში აურიეთ სამი ჩაის კოვზი ბატის მარწყვაბალახა, ორ-ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და მარმუჭის ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და მდუღარე წყლის აბაზანაში ჩადგით. რომ ადუღდება, 2-3 წუთი აცადეთ, შემდეგ გადმოდგით თავზე დაახურეთ და 15 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გაფილტრეთ, დაუმატთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.

    თუ ციკლი დაგერღვათ
    მინდა, ძვირფას ქალბატონებს ვასწავლო, როგორ მოიქცნენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს:

  • აიღეთ საღამო ხანს 2 ს/კ ალუბლის ქერქი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დილით გადაწურეთ, გაყავით ოთხ ულუფად და მიიღეთ ჭამამდე საათით ადრე.

  • ხახვის ფურცელი მოხარშეთ 3 ლიტრ წყალში. ვიდრე წყალი მუქი წითელი არ გახდება, ქურიდან ნუ გადმოდგამთ. გააცივეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით ან საღამოს, უზმოზე.

  • თუ მენსტრუაცია გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ 100 გრ მუხის ფოთოლი, დაასხით თეთრი შემაგრებული ღვინი და დადგით თბილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი