მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა დედა კომაში ჩავარდა. მაგრამ მედდას უცბად უცნაური იდეა მოუვიდა თავში...

მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა დედა კომაში ჩავარდა. მაგრამ მედდას უცბად უცნაური იდეა მოუვიდა თავში...
შერი და ჯერემი კოლები მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი პირველი ბავშვის დაბადებას. გოგონას საკეისრო კვეთით უნდა ემშობიარა. ექიმები სასიკეთო პროგნოზებს აკეთებდნენ. ორსულობის დროს შერი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ, როგორც ახლა იხსენებს: ოპერაციის დაწყების წინ იგი შეშინდა, რომ ვეღარ გაიღვიძებდა.

ძნელი წარმოსადგენია რას გრძნობდა ჯერემი, როდესაც მას შეატყობინეს: ახალგაზრდა დედის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებების გამო იგი კომაში ჩავარდა. ექიმები ვერ იძლეოდნენ იმის გარანტიას, რომ პაციენტი გადარჩებოდა.



პატარა რაილენს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. გოგონა დაიბადა ცოცხალი და ჯანმრთელი. აი, მისი დედა კი კინაღამ იმქვეყნად წავიდა. შელის წნევა დაეცა კრიტიკულ ზღვარზე და გული გამალებით უცემდა.

ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ იმქვეყნიდან მოებრუნებინათ გოგონა. ამ დროს ერთ-ერთ მედდას თავში იდეა მოუვიდა.



ყველამ ვიცით, რაოდენ ძლიერია დედისა და ბავშვის კავშირი და როგორი მნიშვნელოვანია ბავშვისთვის პირველი კონტაქტი. იმ იმედით, რომ ეს უშველიდა ქალს, მედდამ ბავშვი დედის გულზე დააწვინა.

მისი ჩანაფიქრი მართლაც გამართლდა. როდესაც ბავშმა ტირილი მორთო, ახალგაზრდა დედის მაჩვენებლები ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა.



ახლა სპეციალისტებს ეჭვი აღარ ეპარებოდათ: შელი აუცილებლად გამოძვრებოდა. ბავშვი ყოველ დღე შეყავდათ დედასთან პალატაში. მშობიარობიდან ერთ კვირაში გოგონამ თვალი გაახილა. "ეს უცნაური შეგრძნება იყო, თითქოს ვიყავი სადღაც ცხადსა და სიზმარს შორის" - ამბობდა შემდეგ პაციენტი.



იმ პირველ წამებში ქალმა ჯერ არ იცოდა, რა რთული აღმოჩნდა მშობიარობა. "ერთი მახსოვს აშკარად: მე ვუყურებდი შვილის სახეს და ვფიქრობდი რა მშვენიერი იყო ის."



მძიმე მშობიაობიდან ერთი თვის შემდეგ ექიმებმა კოლები სახლში გაუშვეს. საავადმყოფოდან გამოსულ შელის ბავშვი გულზე ჰყავდა მიკრული. მანამდე გოგონას უკვე უამბეს, რომ მხოლოდ ბავშვის შეხებამ მოაბრუნა იგი საიქიოდან. თავად დედა და ყველა მისი ახლობელი მიიჩნევენ, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო!



ექიმებს დღესაც სწამთ, რომ მხოლოდ ბავშთან უშუალო კონტაქტმა გადაარჩინა შელი. მომავალში პატარა რაილენს აუცილებლად უამბობენ, როგორ გადაარჩინა მან დედის სიცოცხლე.