კონსულტაციის ექიმმა საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალო რამდენიმე საშუალება მასწავლა

კონსულტაციის ექიმმა საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალო რამდენიმე საშუალება მასწავლა
პატარაობიდანვე მქონდა რეპროდუქციულ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები. ზღვისპირეთში ვცხოვრობ და იოლად რომ ვცივდებოდი, ნესტიან ჰავას აბრალებდნენ. ორი შვილი გავაჩინე. პირველი მშობიარობისას ექიმმა მითხრა, საშვილოსნოს ყელი ეროზიული გაქვსო. რაკი არ მაწუხებდა, მკურნალობით თავი არ მომიკლავს, მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კი პრობლემებმა მთელი სიმწვავით იჩინა თავი.
საბოლოოდ ყელი მომიწვეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში წყლული კვლავ მოსაწვავი გამიხდა.

კონსულტაციის ექიმი მეტად ღვთისნიერი ადამიანი გამოდგა და ისეთი საშუალებები მასწავლა, რომლებიც საშვილოსნოში ეროზიული წყლულის გაჩენას ხელს უშლის.

  • აიღეთ საშუალო ზომის ტამპონი, დაასველეთ ქაცვის ზეთში და გაიკეთეთ საშიში ძილის წინ. ქაცვის ზეთი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან თვითონვე დაამზადოთ.
    მკურნალობის კურსი 10-12 დღეა.

  • აიღეთ 2,5 გრამი ნამდვილი მუმიე და დაასხით 100 მლ წყალი, კარგად გახსენით დაასველეთ მასში ტამპონი და გაიკეთეთ საშოში ყოველ ღამე 10 დღის განმავლობაში.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი გულყვითელას ყვავილი და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

  • 1 ჩაის კოვზი ევკალიპტის ნაყენი გახსენით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში და გაიკეთეთ ვაგინალური გამორეცხვები კვირაში 2-ჯერ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი