რეცეპტი, რომლის წყალობითაც წინამდებარე ჯირკვლის ადენომამ ზრდა შეწყვიტა

უკვე 50 წლის ვარ. ნახევარი საუკუნე გავლიე, ამ სიბერეში კი ბედმა გამოცდა მომიწყო - წინამდებარე ჯირკვალი საოცარი სისწრაფით გამეზარდა და ცხოვრება ტანჯვად მიქცია.
ჯერ მინდოდა, ჩემი ტანჯვა-წამება დეტალურად ამეწერა თქვენთვის, მაგრამ არ მინდა, 'ახალგაზრდები შევაშინო, მათ კი, ვისაც ეს ავადმყოფობა გამოუცდია, ალბათ, ყველაფერი ჩემზე უკეთ იციან.
მკურნალობა უროლოგთან ვიზიტით დავიწყე. თავდაპირველად მისი რეკომენდაციების მიხედვით ვმკურნალობდი, მდგომარეობაც შემიმსუბუქდა და ჯიბეც, მაგრამ, როგორც სულ მალე გაირკვა, ადენომა ზრდას განაგრძობდა. სწორედ მაშინ დავიწყე მისგან თავის დასახსნელი ხალხური საშუალებების ძიება. ადენომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ხალხურ მედიცინაში აუცილებლად ვიპოვიდი მის სამკურნალო რაიმე რეცეპტს. მართლაც, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ეს საშუალება მასწავლა:

  • მომინანქრებულ ჭურჭელში უნდა გაადნოთ 100 გრამი თხის ქონი და ჩაამატოთ 15-20 გრამი წვრილად დაჭრილი პროპოლისი, შემდეგ ჭურჭელი მდუღარე წყლის აბაზანაში უნდა ჩადგათ და ორთქლზე 2-3 საათი ხარშოთ, ამის შემდეგ კი 1 საათით შეფუთოთ. როცა ეს ნარვევი გაცივდება, გაწუროთ ორფა დოლბანდში ისე, რომ პროპოლისის ნაწილები არ გადაჰყვეს. რაც დაგრჩებათ, მისგან პატარა სანთლები უნდა დაამზადოთ - სითხე სტერილურ მილში ჩამოასხათ და შემდეგ 1 ან 1,5 სმ სიგრძის ნაჭრებად დაჭრათ. ძილის წინ უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა და შემდეგ სწორ ნაწლავში ჩაიდოთ სანთელი. მკურნალობის კურსი 30 დღეა.
    თუ 4-5 დღის შემდეგ შვება იგძენით, მკურნალობა შეწყვიტეთ და 2 კვირის შემდეგ განაგრძეთ.

მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსი ჩავამთავრე, გადავწყვიტე, გამოკვლევა ჩამეტარებინა. არ დაიჯერებთ და აღმოჩნდა, რომ ადენომის ზრდა შეეწყვიტა.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა