როგორ გავზარდოთ ტორენია თესლისგან 

ულამაზესი ტორენია როგორც ოთახის მცენარე ისეა ცნობილი, ხოლო როგორც აივნის მცენარემ მომხიბვლელობა კარგა. უჩვეულო სილამაზის ყვავილები კაშკაშა ფერის გადასვლებით და არანაკლებ ნათელი ფერის მწვანე ღეროებით ერწყმის მის პრეტენზიულ ბუნებას. რაც უფრო ხანდაზმულია ეს მცენარე, მით უფრო ნაკლებ მოვლას საჭიროებს. და მისი გაზრდაც ძალიან მარტივია.

ტორენიას 50-მდე სახეობა არსებობს, მისი მაქსიმალური სიმაღლე 30 სმ-ს შეადგენს. არსებობს თეთრი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მუქი მეწამული და იასამნისფერი. ყვავის მთელი ზაფხულის პერიოდი. ყველაზე პოპულარულია ტორენია ფურნე (მუქი მეწამული, ყვითელი) გამოირჩევა დეკორატიული დეტალებით, მაგრამ მათ მოსავლელად იდენტური მოთხოვნები აქვთ. 
ყველა ერთწლიან ტორენიას თესლისგან და გადარგვის საშუალებით ზრდიან.

თესლის შერჩევა


მცენარის გასაზრდელად თესლის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. კარგად უნდა შეისწავლოთ მისი მწარმოებლის და ჯიშის მახასიათებლების შესახებ. თესლის შერჩევა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ. თუმცა რადგან ამისთვის ყვავილის განადგურება არის საჭიროა, უმჯობესია თუ თესლს კარგი მწარმოებლისგან შეიძენთ. 

როგორ გავზარდოთ ტორენია თესლისგან 

ნიადაგი და კონტეინერი თესლისთვის


ტორენიას პატარა ნაკლებად ღრმა კონტეინერში ან სადრენაჟო ჭურჭელში თესავენ. 
ნიადაგი შეიძლება გამოიყენოთ უნივერსალური ნერგებისთვის. გამოგადგებათ მარტივი ნარევი ბაღის ან უნივერსალური ქვიშა შერეული მიწა. თუ საშუალება გექნებათ მიწა რომ არ გამოშრეს შეგიძლიათ დაუმატოთ ჰიდროგელი. დათესვამდე ნიადაგი დაამუშავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ. 

თესლის დათესვა


ტორენიას თესლის დათესვა სტანდარტული პირობებით ხდება - თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ ნახევარში. თესავენ სტანდარტული მეთოდით:
  1. კონტეინერს ნიადაგით ავსებენ, ოდნავ აბრტყელებენ 
  2. ნიადაგის ზედაპირს ნაზად რწყავენ
  3. თესლს ზედაპირზე დებენ და თხელ ფენად ისევ მიწით ფარავენ
  4. ნიადაგს განმეორებით რწყავენ
  5. ფარავენ მინით და კომფორტულ პირობებში დგამენ


თესლის გაზრდის პირობები

თესლის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ტემპერატურა და განათების ინტენსივობა. ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 23 გრადუსია. თუ ცუდი ამინდია ან სამხრეთ ფანჯრის რაფაზე ყვავილის დადგმის საშუალება არ გაქვთ, უმჯობესია თუ განათებას ხელოვნურად შეუქმნით. ტორენიას სტაბილურად მსუბუქად დატენიანებული ნიადაგი უნდა ჰქონდეს ისე რომ არ გამოშრეს. 



თესლის პირველი აღმონაცემები 5 დღის შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ მასობრივად მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება. 

მცენარეთა კულტივაცია

ტორენიას ყლორტები სწრაფად ვითარდება. ახალგაზრდა ყლორტები ნიადაგს გამოშრობისგან იცავს. განათება და ტემპერატურა იგივე რჩება, თუმცა თუ არის საშუალება ტემპერატურა 18 გრადუსამდე შეამცირეთ. მინდა ან ცელოფანი მოხსენით როგორც კი პირველი ყლორტი გამოჩნდება. 


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა