იღებთ ქაღალდის ფურცელს, მაკრატელსა და აი, ამ ტრაფარეტს... ზუსტად ერთ საათში თქვენ აუცილებლად შეგექმენებათ საახალწლო განწყობა

იღებთ ქაღალდის ფურცელს, მაკრატელსა და აი, ამ ტრაფარეტს... ზუსტად ერთ საათში თქვენ აუცილებლად შეგექმენებათ საახალწლო განწყობა
წინა კვირას დამირეკა ჩემმა დამ. სატელეფნო საუბრიდან მივხვდი, რომ იგი ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პრობლემები სამსახურში, მეუღლესთანაც ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა, ბავშვიც პერიოდულად ჭირვეულობს, როდესაც დედას ის ბაღში მიყავს. სულ მალე ახალი წელი მოდის და განწყობა მართლაც არასადღესასწაულო აქვს.

ამის შემდეგ მთელი დღე დავდიოდი და ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი საყვარელ დაიკოს; და გამოსავალიც მოიძებნა, როდესაც სამსახურში დოკუმენტებს ვალაგებდი და წავაწყდი საოფისე თეთრი ფურცლების პაკეტს.

იმავე საღამოს შევიძინე ფურცლების ასეტი პაკეტი და წავედი სტუმრად ჩემ დასთან. გემრიელად ვივახშმეთ ჩემი გამომცხვარი ღვეზელით, ხოლო შემდეგ ყველანი შემოვუსხედით საწერ მაგიდას, ჩამოვურიგე 2-2 ფურცელი და მაკრატელი.



როგორ გამოვჭრათ ფიფქები ქაღალდისგან

ლამაზი ფიფქების გამოჭრა ჯერ კიდევ ბებიამ გვასწავლა, ხოლო ვინც ჯერ არ იცის ამის გაკეთება, ეს სულაც არ არის რთული. სულ რაღაც 5 წუთი და სილამაზე სახეზეა.

იცოდით, რომ ხელსაქმე სასწაულებს ახდენს? სულ რაღაც ერთ საათში მთელი ოჯახი ბედნიერებისგან ბრწყინავდა, როდესაც ალამაზებდა სახლს ხელნაკეთი დეკორით. დეპრესიაც ერთი ხელის მოსმით გაქრა.

ჩვენ მოგიმზადეთ 11 ტრაფარეტი ფიფქების გამოსაჭრელად. შეიქმენით სახლში ზღაპარი!
























აი, როგორ უნდა მორთოთ სახლი ამ ნაკეთობებით. გეგონათ მათი საშუალებით მხოლოდ ფანჯრებს ალამაზებდნენ? აიტაცეთ სხვა იდეებიც!

  1. ქაღალდისგან დამზადებული ფიფქებით შეგიძლიათ ყველაზე ვიწრო დერეფანიც კი გადააქციოთ ზღაპრულ ყინულის გამოქვაბულად.



  2. საახალწლო მაგიდის გალამაზების საინტერესო გადაწყვეტა.



  3. თუკი მორთავთ ფანჯრებსა და კარებებს, მხოლოდ ასე.



  4. შეგიძლიათ ასეთი დახვეწილი გირლიანდაც გააკეთოთ.



  5. აუცილებლად მოვიმარაგებ.



  6. თუკი გარეთ საერთოდ არ თოვს, მშვენივრად შეგიძლიათ სახლში მოიწყოთ იგი.



  7. ფიფქებით შეგიძლიათ მორთოთ მთელი სახლი.




რედაქციის რჩევა

როდესაც თქვენი სული ხელოვნებისკენ მიილტვის, დრო ამისთვის თავისით გამოინახება.

როგორც ხედავთ, თოვლივით თეთრი ზღაპრის შექმნა სახლში, სულაც არ არის რთული; და სრულებითაც არ არის აუცილებელი ამაზე დიდი თანხების ხარჯვა. თუ ამ პროცესში მთელი ოჯახი, განსაკუთრებით კი, ბავშვები, ჩაერთვებით, აუცილებლად აივსებით უამრავი დადებითი ემოციით, როგორც თავად პროცესისგან, ისე შედეგსგანაც.