რატომ და როგორ უნდა გადავრგოთ ყოჩივარდა 

რატომ და როგორ უნდა გადავრგოთ ყოჩივარდა 
ყოჩივარდა პრეტენზიული მცენარეა, რომელსაც არ უყვარს გადანერგვა. გამოცდილი მებაღეები ამ პროცედურას 3 წელიწადში მხოლოდ ერთხელ აკეთებენ. თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, როცა გადანერგვა აუცილებელია. 

  • ახალი მცენარის შეძენა. ყვავილების მაღაზიებში მცენარეები ხშირად პლასტმასის კონტეინერში სპეციალური სუბსტრატით იყიდება, სადაც ყვავილის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ყოჩივარდას შეძენის შემდეგ რეკომენდებულია მისი დაუყონებლივ გადანერგვა. 

  • მცენარის დიდი ზომის ფესვები. პირველ წელს ყოჩივარდა სწრაფად იზრდება. შეიძლება ისე გაიზარდოს რომ მისთვის ქოთანი პატარა აღმოჩნდეს. ამ დისკომფორტის გამო შეიძლება ზრდა შეწყვიტოს ან აღარ აყვავილდეს. მორწყვა ან სხვა მოვლას აზრი არ აქვს, უნდა გადავრგოთ. 

  • ნიადაგის შეცვლის აუცილებლობა. ამის აუცილებლობა დგება, თუ ნიადაგს დიდი ხანია ვიყენებთ ან მასში მავნებლები, სოკო ან ინფექცია გაჩნდა. დაზიანებული მიწის აღდგენა მკვებავი საშუალებებით შეუძლებელია. მავნებლებისგან გათავისუფლება კი ნიადაგის სრულად შეცვლის შემთხვევაში შეიცვლება. 


როგორ გადავრგოთ ყოჩივარდა სწორად




მომზადება გადანერგვისთვის

მოსამზადებელი სამუშაოები შედგება სწორი საყვავილე ქოთნის, ნიადაგის და სადრენაჟე მასალის შერჩევისგან. 

ქოთნის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ფართო ან ღრმა ჭურჭელში ყოჩივარდმა შეიძლება ყვავილობა შეწყვიტოს. ასეთ ქოთანში ნიადაგი გათხელდება, შესაძლოა ფესვები დალპეს. 

1-3 წლის ყოჩივარდასთვის საკმარისია ქოთანი 7-8სმ დიამეტრის, უფრო მოზრდილებისთვის კი 10-15 სმ. ძველი ქოთნის გამოყენებას არ გირჩევთ. თუმცა თუ მაინც მოგიწევთ მათი გამოყენება დეზინფექციის საშუალებებით კარგად გარეცხეთ. 

რადგან გადანერგვის პროცესი ყოჩივარდასთვის ნამდვილი სტრესია, უნდა იზრუნოთ ახალია ნიადაგის შემადგენლობაზე. ახალი ნიადაგი უფრო უკეთესი უნდა იყოს და მკვებავი ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს. სახლის პირობებში ნიადაგის მომზადების შემთხვევაში უნდა აიღოთ 4 კომპონენტი - ფოთლოვანი მიწა, ტორფი, მდინარის ქვიშა და ნეშომპალა. ეს ელემენტები სხვა ელემენტებს 3-ჯერ უნდა აღემატებოდეს.

ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, რბილი, და ჰაერგამტარი. ასეთი ნიადაგი შეიძლება შედგებოდეს ტორფის და ქვიშის თანაბარი ნაწილისგან. 

სადრენაჟოდ გამოიყენეთ თიხა, რომელიც სადეზინფექციო ხსნარში კარგად უნდა დაამუშაოთ.


დაიწყეთ გადანერგვა



გადანერგვისთვის საუკეთესო დროს ყოჩივარდას დასვენების პერიოდის ბოლო დღეა. როგორც კი პატარა ფოთლები გამოჩნდება - შეგიძლიათ გადანერგვა დაიწყოთ. ყვავილობის დროს გადანერგვა რეკომენდებული არაა, მაშინაც კი თუ ამის პირობა შეიქმნა. 

გადანერგვის პროცედურა

ყოჩივარდა ძველი ქოთნით ფრთხილად ამოიღეთ, გაასუფთავეთ ძველი ნიადაგისგან და გადარგეთ ახალში. გადარგვამდე ფესვები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ.
ყოჩივარდას დროული გადანერგვა ხელს უწყობს მცენარის სრულყოფილ ზრდას, ხანგრძლივ ცხოვრებას და ლამაზ აყვავებას მრავალი წლის განმავლობაში.