წითელი ხიზილალა თეთრებში: აი როგორ უნდა ჩავატაროთ ეს წინასადღესასწაულო ოპერაცია!

წითელი ხიზილალა თეთრებში: აი როგორ უნდა ჩავატაროთ ეს წინასადღესასწაულო ოპერაცია!
გიზიარებთ უძველეს რეცეპტს, ამ რეცეპტმა ჩვენი ბებიები და დედები ტოტალური დეფიციტისაგან არაერთხელ გადაარჩინა, მაშინ როდესა ცადამიანს არა თუ წითელი ხიზილალა, არამედ კარაქის შოვნაც კი უჭირდა .ყალბი წითელი ხიზილალა ქაშაყისაგან იყო პირველი კლასის შესაზავებელი საშუალება ფარშირებული კვერცხისა და სხვ. კერძებისათვის.
კერძს მარცვლოვან სტრუქტურას აძლევს მანის ფქვილი (კლასიკური ვარიანტი), მაგრამ შეგიძლიათ დააგემოვნოთ კუსკუსითაც, რა თქმა უნდა ეს უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ზეთი უნდა იყოს რაფინირებული, ის არ არის არომატული და არ გადაიყვანს სხვა პროდუქტებს თავის გემოზე.
ნაკლებად დამარილებული ქაშაყი- ეს არის ამ კერძისათვის იდეალური. თუ შეგხვდათ ძალიან დამარილებული ცოტა ხნით ჩაალბეთ რძეში.
ინგრედიენტები
  • ქაშაყი 200-300 გრ.
  • მანის ფქვილი 0, 5 ჭიქა
  • ტომატის წვენი 100მლ.ლ
  • ზეთი 70მლ.ლ

მომზადების წესი
  1. დამარილებულ ქაშაყს ( სელიოდკას) გამოაცალეთ ფხები და დაფქვით
  2. ქვაბში ჩაასხით ტომატი და ზეთი, შედგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე
  3. ადუღებულ ტომატის ნარევში ნელა ნელა ჩააყრეთ მანი, ისე რომ არ აიჭრას, მუდმივად მოურიეთ, ცეცხლს დაუწიეთ. მანამ ადუღეთ სანამ მანი სრულად არ შეიწოვს მთელ სითხეს, გადმოიღეთ ცეცხლიდან
  4. გაცივებულ ტომატიან მანის წვენში გადმოიღეთ დაფქვილი ქაშაყი კარაგად მოურიეთ ხის კოვზით
  5. გადმოიღეთ მასა სასალათეში დააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 2-3 საათით


გემოთი და შეხედულებით გვაგონებს უბრალო თევზის ხიზილალას, მაგრამ ეს არის ჩვენი შინაურული, კონსერვანტებისა და სხვა დანამატების გარეშე, მოამზადეთ დადარწმუნდებით თავად, რომ გაუბედურებული საბჭოთა დროის კულინარული ნაკეთობა ყურადღებას იმსახურებს. მიირთვით გემრიელად და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!