როგორ მივართვათ კარტოფილი ორიგინალურად: ასეთი სახით ის არასოდეს მობეზრდებათ

როგორ მივართვათ კარტოფილი ორიგინალურად: ასეთი სახით ის არასოდეს მობეზრდებათ
ბევრი დიასახლისი ხშირად ხასიათს იფუჭებს იმის გამო, რომ კერძი, რომლებსაც ის აკეთებს ყოველდღიურად, ხშირად ბეზრდებათ, ეს რომ არ მოხდეს გირჩევთ ჩართოთ ფანტაზია და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტირება, ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ ყველაზე უბრალო ყოველდღიური საკვებისაგან შეიძლება ნამდვილი შედევრის მომზადება.
ზემოთ მოყვანილის დადასტურება არის გამომცხვარი კარტოფილი. უბრალო ინგრედიენტები, და სიამოვნების ზღვა, მოამზადეთ გაძლევთ გარანტიას, რომ საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენი საყვარელი საჭმელების სიაში.
ინგრედიენტები
  • კარტოფილი 6ც
  • ხაჭო 400გრ
  • კარაქი 100გრ.
  • კვერცხი 2ც
  • იოგურტი 250 გრ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი
  1. დაარბილეთ კარაქი,ღრმა ჭურჭელში მიქსერით ათქვიფეთ ხაჭო და კარაქი, მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე, დაუმატეთ მარილი და წიწაკადა კარგად აურიეთ
  2. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით თხელ რგოლებად, დაახლოებით 5 მმ. სისქეზე
  3. საცხობ ფორმას მოუსვით კარაქი, დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები ტაფის ძირზე. ერთ ფენად ზემოდან წაუსვით ხაჭო თანაბრად გააგრძელეთ კარტოფილის და ხაჭოს დალაგება რიგ- რიგობით, ბოლო ფენა უნდა იყოს კარტოფილი.
  4. საცხობ ტაფას გადააფარეთ ფოლგა და შედგით აერღუმელში 200გრადუსზე 45 წუთი გამოსაცხობად.
  5. ღრმა ჯურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და იოგურტი, დაუმატეთ მარილი და წიწაკა, კარგად ათქვიფეთ
  6. ტაფა გამოიღეთ საცხობიდან გადააძრეთ ფოლგა, მოასხით კვერცხისა დაიოგურტის ნარევი, ზემოდან მოაყარეთ ყველი .საცხობს დაუწიეთ 180 გრადუსამდე და შედგით კიდევ 20 წუთით


გილოცავთ, არაჩვეულებრივი კარტოფილის ნამცხვარი მზადაა, დაჭერით ნაჭრებად და მიირთვით ცხელი. გემრიელად მიირთვით! და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.