საოცარი მეთოდი! როგორ გავწმინდოთ ტაფა, ქვაბი ქიმიის გარეშე

ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით უამრავ ქიმიურ სარეცხ საშუალებას. ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც დიდად არავინ უფიქრდება. სულ ტყუილად, რადგან ქიმიური საშუალებებს აზიანებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ გარემოსაც.

ხილულ ჭუჭყს ჩვენ ვაშორებთ, მაგრამ თავად სარეცხი საშუალება ცილდება ჭურჭელს? და როგორ აისახება მისი გამოყენება თქვენს ჯანმრთელობაზე? სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქიმიური შენაერთები, რომლებიც შედის სარეცხ საშუალებებში, ძალიან საშიშია.

ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, რის საფუძველზეც მზადდება ეს საშუალებები, შეუძლიათ პეროქსიდად გარდაქმნა. ადამიანის ორგანიზმსა და წყალსატევში მოხვედრისას ისინი ანადგურებენ უჯრედებს და აზიანებენ წყლის ცოცხალ სამყაროს.

წარმოგიდგენთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც შეგიცვლით საყოფაცხოვრებო ქიმიის მთელ თაროს სახლში. ისინი ეფექტური და ამასთან ერთად უსაფრთხოა. ამ ნივთიერებების გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენ ჯანმრთელობაზე და დაზოგავს თანხასაც.

ბუნებრივი სარეცხი საშუალებები

  1. მდოგვის ფხვნილი - ჭურჭლის სარეცხი ბუნებრივი საშუალებაა, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. დააყარეთ სველ ღრუბელს ფხვნილი და წაუსვით ცხიმიან თეფშებს - მშვენივრად ირეცხება!

    საოცარი მეთოდი! როგორ გავწმინდოთ ტაფა, ქვაბი  ქიმიის გარეშე

  2. სახლის დასუფთავებისთვის კარგად გამოგადგებათ წყლისა და ვაშლის ძმრის შეზავებით (2:1) მიღებული უნივერსალური საშუალება. სასიამოვნო არომატისთვის დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი.

  3. ძმარი და წყალი თანაფარდობით 1:5 - კარგი საშუალებაა ფანჯრების საწმენდად, ძმარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლიმნის წვენით.



  4. გასუფთავების შემდეგ მინების გაპრიალება შეგიძლიათ ნიშადურის სპირტითა და საპნით.

  5. ნიჟარიდან, აბაზანიდან, უნიტაზიდან ლაქების ამოყვანა იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოიდგენდით. მოასხით ძმარი, მოაყარეთ ზემოდან ცოტაოდენი სოდა და გააჩერეთ. ლაქები ადვილად გაიწმინდება ჯაგრისით. არანაირი ძვირადღირებული საშუალებები აღარ დაგჭირდებათ.

  6. ქსოვილის გათეთრება ადვილია - 10ლ წყალს დაუმატეთ 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ ნიშადურის სპირტი.

  7. საკვები სოდა - მშვენიერი საშუალებაა ღუმელების საწმენდად. ცხიმის მოსაცილებლად დატოვეთ მთელი ღამით ჭიქის მეოთხედი ნიშადურის სპირტი და დილით მოწმინდეთ სოდით.

  8. ჯერ კიდევ თბილი გაზქურის გაწმენდა შეგიძლიათ მარილით და ეს საკმაოდ ეფექტურია.



  9. მარილი წმენდს მილებს. საჭიროა დაყაროთ იგი და ჩარეცხოთ ადუღებული წყლით. გაიხსენეთ ეს, როცა მილებთან დაკავშირებით კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ისინი ხომ გამუდმებით იჭედება.



  10. ხალიჩის წმენდის მოხერხებული მეთოდი. მოაყარეთ ზედაპირს სიმინდის სახამებელი და კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით. სისუფთავე და მზინვარება გარანტირებულია.





    ამგვარად, თქვენ და თქვენი ახლობლები უკვე დაცული ხართ ქიმიური საშუალებების მავნე ზემოქმედებისგან და სახლიც იბრწყინებს სისუფთავისგან.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა