გიყვართ საჩუქრები? სწრაფად აირჩიეთ ბურთი და გაიგეთ, რა მოგელით

გიყვართ საჩუქრები? სწრაფად აირჩიეთ ბურთი და გაიგეთ, რა მოგელით
რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გვსურს, რომ ახალი წლის დღესასწაულებზე სასწაული მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ბავშვები აღარ ვართ, ისეთივე მონდომებით ვიფიქრებთ სურვილებს, სანამ საათის ისარი თორმეტჯერ ჩამოკრავს.

რაოდენ სკეპტიკურადაც არ უნდა ვიყოთ განწყობილი ჰოროსკოპის მიმართ, ყოველთვის გვსურს, ცალი თვალი მაინც შევავლოთ, რა მოგველის მომავალ წელს: იქნებ საბედისწერო რომანი, ან ნანატრი დაწინაურება სამსახურში?

გთავაზობთ პატარა უჩვეულო წინასწარმეტყველებას. აირჩიეთ ბურთი? მაშინ იპოვნეთ მინიშნება.

  1. სიმდიდრე

    მათ, ვისაც მოეწონა პირველი სათამაშო, ყვითელი ძაღლი გულუხვად დაასაჩუქრებს ფულით. მათ ელით საქმიანობის ახალი სფერო, რაც მოუტანთ მოულოდნელ და სწრაფ შემოსავალს.



    მას, ვინც დიდი ხანია ფიქრობს გაცდეს საზღვრებს, თავისუფლად შეუძლია ოცნების ასრულება. მატერიალური კუთხით პრობლემა ნამდვილად არ შეექმნება.



  2. იღბალი

    თუ შეგვიძლია ვინმეს ვუწოდოთ იღბლიანი 2018 წელს, ეს სწორედ ისინი გახლავთ, რომლებმაც აირჩიეს მეორე ბურთი. მათ გაუმართლებთ ყველგან და ყველაფერში ისე, რომ შეიძლება მობეზრდეთ კიდეც.



    უფრო გაბედულად ჩაეჭიდეთ იღბალს და შეეგებეთ თავგადასავლებს! ამ წელს ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი იქნება.



  3. ძალაუფლება

    დაგიგეგმავთ ოდესმე მსოფლიოს ან, როგორც მინიმუმი, დილით აბაზანის დაპყრობა? ამ წელიწადს ნამდვილად განახორციელებთ ამას. სააბაზანოს ვერ შეგპირდებით, მაგრამ მსოფლიოს დამორჩილება შეგიძლიათ ცადოთ.



    თუ თქვენ გიყვართ, როდესაც გემორჩილებიან, მაშინ ჩათვალეთ, რომ 2018 - თქვენი წელია. მზად ხართ მსოფლიოს დასაპყრობად? დროა მოემზადოთ.




  4. აღმავლობა

    მოგბეზრდათ ნაცრისფერი, არაფრით გამორჩეული დღეები? 2018-ში შეგიძლიათ დაივიწყოთ მათ შესახებ. რასაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ.



    მათ, ვინც აირჩია მეოთხე ბურთი, ექნებათ ყველაფერი და უფრო მეტიც. ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმის დაწყების. ის აუცილებლად იქნება წარმატებული.



  5. სიყვარული

    დაიღალეთ იმ სიყვარულის ლოდინით, რასაც ყოველ წელს გიწინასწარმეტყბელებთ სხვადასხვა ჰოროსკოპი? ყვითელი ძაღლი გპირდებათ შეხვედრას, რომელიც შეცვლის მთელ თქვენ ცხოვრებას.



    კარგად მიიხედ-მოიხედეთ. შეიძლება თქვენი ბედნიერება უკვე ახლოსაა.



  6. წარმატება

    შემორჩით მოსაწყენ სამსახურში? ვერ ხედავთ პერსპექტივას? 2018-ში ყველაფერი შეიცვლება. ახალი სამსახური ან დაწინაურება - აი, რას უნდა ელოდოთ ყვითელი ძაღლისგან.

    ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, შეცვალოთ თქვენი მომავალი უკეთესობისკენ. წინ ახალი მიღწევებისკენ!



    ყვითელი ძაღლის წელიწადს შეუძლია თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება. მთავარია დროულად მიუსწროთ იმ შანსებს, რასაც ის ოსტატურად გადმოგიგდებთ ყოველდღიურად.