ფარშირებული სკუმბრია. ნაზი და წვნიანი კერძი სადღესასწაულო სუფრაზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

სკუმბრია ეს არის ძალიან ძვირფასი სარეწაო თევზი ცხიმიანი, ნაზი ხორცით, არა აქვს წვრილი ძვლები, მას აქვს შეუცვლელი გემო და ძალიან ადვილია მოსამზადებლად, დღეს გთავაზობთ მოამზადოთ წვნიანი, არომატული სკუმბრია დაბრაწული კანით.

ფარშირებული სკუმბრია


ინგრედიენტები:
  • 400გრ სკუმბრია
  • 200გრ ქამა სოკო
  • 1ც სტაფილო
  • 1ც. ხახვი
  • 100გრ გახეხილი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 სადილის კოვზი არაჟანი
  • 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
  • 60 მლ.ლ ზეთი
  • მწვანილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გაადნე გაყინული სკუმბრია და გაჭერი ზურგზე ფხის ერთ მხარეზე
  2. ფხის მეორე მხარესაც გაჭერი და ამოაცალე ხერხემალი , შედეგად დაგრჩება ფილე, ხერხემალი თავთან და კუდთან გადაჭერი და მოაშორე.
  3. მოაშორე ფრთხილად შიგნეული, ხერხემლის ფხები, ლაყუჩები.
  4. მოასხურე ლიმონის წვენი, მოაყარე მარილი და წიწაკა.
  5. ზეთისაგან, მარილისაგან და ნიორისაგან მოამზადე მარინადი

  6. თევზს გარედან წაუსვი მარინადი

  7. სანამ თევზი მარინადშია შგიძლია მოამზადო გულსართი

  8. ხახვი და სოკო დაჭერი პატარა კუბიკებად, თეფშზე გახეხე სტაფილო

  9. დაალაგე გახურებულ ტაფაზე

  10. დაუმატე მარილი, წიწაკა და არაჟანი. მოურიე და მოშუშე სანამ არ მომზადდება.

  11. გადაიტანე თევზი აერღუმელის ტაფაზე გამოტენე ფარშით, კუდთან ხორცი დაამაგრე კბილის ჩხირით, ისე რომ თევზმა ნავის ფორმა მიიღოს.

  12. შედგი 190 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში 20 წუთით
  13. მზადაა.

გემრიელად მიირთვით!


სოკოთი, სტაფილოთი და ხახვით ფარშირებული სკუმბრია ძალიან ნაზი, წვნიანი და გემრიელი გამოდის, აქვს სასიამოვნო გემო და გადასარევი არომატი, სადღესასწაულო სუფრაზე ფარშირებული თევზი არაჩვეულებრივი დამტებაა, ძალიან გემრიელი და ლამაზია!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა