რას გვთავაზობს ტრადიციული მედიცინა რეინოს დაავადების დროს...

რას გვთავაზობს  ტრადიციული მედიცინა  რეინოს  დაავადების დროს...
ვინაიდან რეინოს დაავადება სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული, ხალხურ მედიცინაში მის სამკურნალოდ ხშირად სისხლძარღვების გაწმენდას მიმართავენ. შინაურ პირობებში სისხლძარღვების გაწმენდა ამგვარად არის შესაძლებელი.

  • ყოველ დილით, უზმოზე დალიეთ 200 - 300 მლ ცხელი წყალი.

  • გახეხეთ ლიმონი (კანიანად) და ერთი თავი ნიორი, ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 600 მლ ცივი წყალი და 2-4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 50 მლ.

  • გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 კგ ოხრახუშის ძირი, 1 კგ ნიახური (ძირიანად), 2 ცალი ლიმონი. ამ ყველაფერს დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი და აურიეთ. ნარევი შედგით მაცივარში და მიიღეთ ყოველ დილით, უზმომზე, 2-3 სუფრის კოვზი.

  • 5-6 წვეთი აფთიაქის სოჭის ზეთი ჩაასხით ცხელი ( 37C ) წყლით სავსე აბაზანაში და 15 წუთით ჩაწექით. ამასთანავე, დილაობით მიიღეთ შაქრის ნატეხზე დაწვეთებული 1-2 წვეთი სოჭის ზეთი. გახსოვდეთ, ზეთი კბილის მინანქარს აზიანებს, ამიტომ ზეთიანი შაქრის ნატეხი სწრაფად უნდა გადაყლაპოთ.

  • შესაძლებელია შემდეგი საშუალების გამოყენებაც: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი ჭამამდე ან ჭამის დროს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

  • ნახევარლიტრიან მინის ბოთლში მესამედზე ჩაასხით დაჭყლეტილი ნიორი და პირამდე აავსეთ სპირტით, ორი კვირით დააყენეთ სიბნელეში (ბოთლი დროდადრო შეანჯღრიეთ), შემდეგ გაფილტრეთ. 1 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიიღეთ 1 ჩაის კოვზ წყალში განზავებული 5 წვეთი ნაყენი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი