როგორ შევარჩიოთ მცენარეები სწორად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრებთან

როგორ შევარჩიოთ მცენარეები სწორად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრებთან
ოთახის მცენარეების უმეტესობა უკეთესად ხარობს, თუ მათ სახლის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მოათავსებთ. მზის სხივი მიზანმიმართულად ერთ ადგილას არ ეცემა, არამედ იფანტება, ამიტომ შუქის დაჩრდილვა არ არის საჭირო. თუმცა მცენარის მოვლის დროს არსებობს კი განსხვავება ამ ორ მიმართულებაში?

თუ მზის განათებაზე ვსაუბრობთ, მაშინ მისი წილი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრის მხარეს თანაბარია. მართალია, ფანჯრები ზუსტად ამ მიმართულებით არაა ხოლმე გაჭრილი, ასევე მნიშვნელოვანია მცენარის სიმაღლეც. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს ფანჯარა ხელსაყრელია სინათლის მოყვარული ოთახის მცენარეების გასაზრდელად, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს ფანჯარა კი იდეალური მცენარეებისთვის, რომელსაც უფრო მეტად სიბნელე უყვართ. და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან მცენარეების გაზრდა ზუსტად აღმოსავლეთის და დასავლეთის ფანჯრების მხარეს? როგორც აღმოჩნდა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფანჯრებთან ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით და დილით, ისევე როგორც სხვადასხვა სეზონზე მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ტემპერატურის რეჟიმი




მცენარეებისთვის იდეალური პირობები რომ შეიქმნას, საკმარისი განათება, რეგულარული დატენიანება და დროული გამოკვება საკმარისი არააა. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ტემპერატურის სწორი რეჟიმი. ზაფხულის თვეებში, აღმოსავლეთის და დასავლეთის ფანჯრებთან ტემპერატურა დღის განმავლობაში იცვლება, მაგრამ სრულად განსხვავებულად. 

აღმოსავლეთის ფანჯარა

დილის საათებში მზის ამოსვლამდე ფანჯრის თაროებთან ჰაერი გრილია, მზის სხივების გამოჩენისთანავე მცენარეები იღვიძებენ და ზრდისა და განვითარებისთვის აქტიურ მუშაობს იწყებენ. ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში ამ ფანჯარასთან მცენარეებს მზის დამწვრობის მიღება არ ემუქრებათ, რადგან მზის პირდაპირ სხივები მათ არ ხვდებათ. ნიადაგი ქოთანში არ შრება და დღის პირველ ნახევარში არ ქვავდება. შუადღის შემდეგ სინათლე კიდევ უფრო ნათელი, მაგრამ გაბნეულია. 

დასავლეთის ფანჯარა

კაშკაშა მზე დასავლეთის ფანჯარასთან დღის მეორე ნახევარში ჩნდება. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა ოთახში საკმაოდ მაღალია (განსაკუთრებით ზაფხულში). ოთახის მცენარეები მაღალ ტემპერატურაზე უარყოფითად მოქმედებენ, განსაკუთრებით ის სახეობები, რომლებიც ზომიერ კლიმატს ანიჭებენ უპირატესობას. დღის პირველ ნახევარში თბილი და დახუთულ ჰაერის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ცოტათი გრილ ტემპერატურას მოუთმენლად ელოდებიან, სანაცვლოდ კი შუადღის ნათელი მზე და მზის პირდაპირი სხივები ხვდებათ.