უგემრიელესი სალათა სამეფო - თქვენი სადღესასწაულო სუფრის სამკაული და ყველაზე გემრიელი კერძი.

უგემრიელესი სალათა სამეფო - თქვენი სადღესასწაულო სუფრის სამკაული და ყველაზე გემრიელი კერძი.
დღესასწაული იმისათვისაა, რომ განცხრომაში ვიყოთ, გავერთოთ, კარგი ხასიათი შევიქმნათ, დავისვენოთ, ვისაუბროთ დილამდე და რა თქმა უნდა გემრიელად მივირთვათ, საზღვარგარეთელები ჩვენ გვეუბნევიან , რომ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ კვებაში, ბევრს ვყიდულობთ, ვყიდულობთ ისეთ პროდუქტს, რისი ყიდვის საშუალებაც არა გვაქვს, ვდღესასწაულობთ ისე, თითქოს საბოლოოა. ჩემი პასუხია: სიცოცხლე ერთხელ გვაქვს მონიჭებული, ნათელი დღეები და დასამახსოვრებელი მომენტები ცოტაა! რატომ არ უნდა გავიხაროთ გემრიელობებით?


შეხედულებით და გემოთი სალათა ,,მეფური“ ნამდვილად ამართლებს თავის დასახელებას. . შემადგენლობაში ის პროდუქტები არაა, რომელსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოამზადებთ, თქვენ ნამდვილად თავს ჩათვლით მბრძანებლად, თუ პატარა ქვეყნის არა, თქვენი სამზარეულოსი მაინც.


ინგრედიენტები
  • კალმარი 500გრ
  • კიბორჩხალას ჩხირები 250გრ
  • კვერცხი 10ც
  • ოხრახუში გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • წითელი ხიზილალა 200გრ
  • მაიონეზი გემოვნებით
  • ზეთისხილი 7-8 ც.


მომზადების წესი
  1. გაასუფთავეთ კალმარები, გადაასხით ადუღებული წყალი, წამოადუღეთ სულ 1წუთი გადაღვარეთ წყალი, ჩაალაგეთ კალმარები ღრმაჭურჭელში და კარგად გარეცხეთ ცივ წყალში
  2. დაჭერით კალმარის ხორცი სიგძეზე
  3. მოხარშეთ კვერცხი, გააცალკევეთ ცილისაგან, რომელიც უნდა დაჭრათ გრძლად, გულები არ დაგჭირდებათ
  4. დააქუცმაცეთ კიბორჩხალას ჩხირები
  5. დაჭერით მწვანილი
  6. დაიწყეთ სალათის დალაგება ფენებათ: კალმარის ხორცი, მაიონეზი, ცილა, მწვანილი კიბორჩხალას ჩხირები, ცილა, მაიონეზი, ხიზილალა, ზეთისხილი. შეგიძლიათ რიგი სურვილისამმებრ შეცვალოთ.ასევე შეგიძლიათ რომელიმე ფენაში გამოიყენოთ კვერცხის გული
  7. მზა სალათა შგიძლიათ მორთოთ მალინით

როდესაც დღესასწაულები გვიახლოვდება, ჩვენ დაახლოებით ვიცით რა უნდა ვიყიდოთ და მოვამზადოთ, ძირითადი მენიუ წლიდან წლამდე მეორდება, ერთხელ შეგიძლიათ კრეატიულად მოიქცეთ, თუნდაც ბევრ სტუმარს არ ელოდეთ, და სურვილი გაქვთ ოჯახურ წრეში აღნიშნოთ, გაუმასპინძლდით რაღაცა მეფურით, დაე ამ იდეამ ისინი დაიპყროს. გაუზიარეთ მეგობრებს, გემრიელად მიირთვით.