მინდა გაგაცნოთ ის საშუალებები, რომლებმაც ღრძილებს დაავადებისგან განმკურნა და ხალხთან ურთიერთობა ისევ შემაყვარა

ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და, აქედან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობის შიში - ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა. ერთ დღესაც თავს შევუძახე, ავადმყოფობას თავი არ დააჩაგვრინო-მეთქი და სამკურნალო მცენარეების შესახებ წიგნების კითხვას მივყევი ხელი. უამრავი სასარგებლო რეცეპტი ამოვიწერე, ცხადია, არამარტო ღრძილებისთვის. თქვენ კი მინდა გაგაცნოთ ის საშუალებები, რომლებმაც ღრძილების დაავადებისგან განმკურნა და ხალხთან ურთიერთობა ისევ შემაყვარა:
  • სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • გვირილას ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ 1 ჭიქა წყალზე;
  • ბეგქონდარას ნახარში - 15 გ 1 ჭიქა წყალზე;
  • ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • აბზინდას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ 1 ჭიქა წყალზე;
  • ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • ჟოლოს ფოთლების ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • მაყვლის ფოთლების ნახარში - 2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი - 5 გ 1 ჭიქა წყალზე;
  • შოთხვის ყვავილის ნაყენი - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
  • მოცვი, ძახველი, პირშუშხა, ხახვი, ნიორი - ანადუღარ წყალში გახსნილი.

ნაყენი ასე მზადდება: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და 10-15 წუთით ორთქლის აბაზანაში ადუღეთ,შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ ( ამისთვის 30-45 წუთია საჭირო), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.

ნახარშის მომზადების წესი კი ასეთი გახლავთ: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, თავდახურული 30-45 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზევე გააგრილეთ (10-15 წუთი), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა