საახალწლო ყვავილები - რომელი ყვავილი შემატებს ხიბლს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას

ზოგიერთი დეკორატიული მცენარე მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც საშობაო მცენარე. რომელ ყვავილებს ყიდულობენ საახალწლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

პირველ ადგილას, რა თქმა უნდა, პუანსეტია არის, ფართოდ ცნობილი როგორც "საშობაო" ან "ბეთლემის ვარსკვლავი". ესპანელებს მას ასევე "წმინდა ღამის ყვავილსაც" უწოდებენ. მათ საშობაო ისტორიაში საუბარია პატარა ღარიბ გოგოსა და მის ბიძაშვილზე, რომელთაც საშობაოდ ეკლესიაში წასაღებად არაფერი ჰქონდათ. ბავშვებმა გზისპირას ბუჩქებიდან მოკრძალებული ყვავილის თაიგული გააკეთეს, ხოლო როცა გოგონამ სიყვარულით პატარა ქრისტეს ეს ყვავილი დაუდო, მცენარე მოულოდნელად აყვავილდა. 



პუანსეტია მოდაში ამერიკელი პოლ ეკეის წყალობით გახდა. 1906 წელს მას გენიალური იდეა მოუვიდა მცენარე დღესასწაულზე გაეყიდა. პუანსეტია ხანგრძლივი მცენარე არაა. მისი სილამაზის შენარჩუნება და აყვავება რთული პროცესია. მაგალითად, სექტემბრიდან დაწყებული 10 კვირის განმავლობაში 14 საათით სიბნელეში დადგით: ეს მცენარეები მხოლოდ 10 საათიანი სინათლის პირობებში ყვავის. მოკლედ რომ ვთქვათ, პუანსეტია ერთჯერადი ყვავილის თაიგულია ქოთანში. 


ასევე პოპულარულია ამარილისი. მცენარის ბოლქვების გაყიდვა ოქტომბრის ბოლოს იწყება. შეგიძლიათ შეიძინოთ ბოლქვები, ან უკვე გამზადებული ყვავილი. სწორი მოვლის პირობებში საახალწლოდ ყვავილებსაც გამოიღებს. საახალწლოდ უმჯობესია შეიძინოთ თოვლივით თეთრი სახეობა:  Ice Queen (ყინულის დედოფალი), Mont Blanc (მონფლანი) და Christmas Gift (საშობაო საჩუქარი).

 

შლუმბერგერი, ცნობილია როგორც დეკებრისტა. ევროპაში მას "საშობაო კაქტუსს" უწოდებენ. ყვავილების მაღაზიებში მას ასევე "ზიგოკაქტუსას" ან "ეპიფილიუმს" არქმევენ. ეს ტროპიკული მცენარე ბრაზილიური წარმოშობისაა და კათოლიკურ და ქრისტიანულ საშობაო დღესასწაულებზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არსებობს ბევრი სხვადასხვა ფერის სახეობა და შთამბეჭდავი პარამეტრებით. სახლის პირობებში ყვავის გაზაფხულზე, სწორედ ამიტომ მას "სააღდგომო სანთელსაც" უწოდებენ.





რთულია წარმოიდგინო შობა ნაძვის ხის გარეშე. ეკოლოგიით შეპყრობილ ევროპაში უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებს უპირატესობას. 
რა საჭიროა ლამაზი ხის მოჭრა, როცა შეგვიძლია ცოცხალი ხე შევიძინოთ? ან ჩაანაცვლოთ არაუკარიით ან პატარა კვიპაროსით.



თუმცა ისე უნდა გააფორმოთ რომ მცენარე არ დააზიანოთ. გახსოვდეთ, რომ მცენარე ცოცხალი და მყიფეა, ამიტომ მძიმე დეკორაციებს ვერ გაუძლებს. უარი თქვით საღებავებზე, რამაც შეიძლება ხის დამწვრობა გამოიწვიოს. 

და აი, ძაღლნიორა - "ბეთლემის თეთრი ვარსკვლავი", რომელიც ამერიკაში ძალიან უყვართ. მცენარე რომ დეკემბერსა და იანვარში აყვავილდეს, თესლი ჯერ კიდევ აგვისტო-სექტემბრის პერიოდში უნდა დარგოთ. 



ძაღლყურძენა საკმაოდ პოპულარულია ევროპაში. კარტოფილისა და პომიდვრის ახლოს ნათესაურ მცენარეს წარმოადგენს. ნათელი კენკრის წყალობით მუდმივად იცვლის ფერის მწვანედან წითელი ან ნარინჯისფერისკენ. კარგი მოვლის პირობებში 1.5 მეტრი იზრდება. 



თუმცა ყველა ძაღლყურძენას ორი ნაკლი აქვთ: პირველი, ერთი წლის შემდეგ თავის დეკორატიულ მიმზიდველობას კარგავენ,  და მეორე, მათი ნაყოფი შხამიანია. ამიტომ მოერიდეთ მათ შეძენას, თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ. 

აღმოსავლეთ აზიაში ახალი წელი ციტრუსის ნაყოფის გარეშე წარმოუდგენელია. ბუდისტებში ციტრუსის მოჭრილი ტოტი ბედნიერებასა და კეთილდღეობასთან ასოცირდება. 



ფლამინოს ყვავილისადმი სიყვარული სეზონებს არ ცნობს. 



ძნელია ითქვას რომ ახალი წლის პერიოდში მათი გაყიდვები იზრდება, თუმცა საკმაოდ პოპარულია შემდეგი მცენარეები: სენპოლია, ყოჩივარდა, აზალია, ფურისულა, გერბერა და ქრიზანთემა. 



მცენარეები შეგიძლიათ თქვენი გემოვნები მორთოთ და სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ხიბლი შემატოთ. 

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა