რა უნდა დავთესოთ დეკემბერი-იანვრის პერიოდში?

ბევრი ფიქრობს, თუ რა უნდა დარგო, როცა ზამთარი ახლახანს დაიწყო? მართლაც, პირველად თებერვალში წიწაკასა და ბადრიჯანს თესავენ. თუმცა ახლა საუკეთესო დროა ზოგიერთი ყვავილის დასათესად. მაგალითად, დეკემბერსა და იანვარში, რომელთაც ყვავილობის დაწყებამდე 180 დღე სჭირდება. 

დევისპირა - რთულია უფრო ლამაზი ყვავილის წარმოდგენა. მას ძალიან ბევრი ფერის ყვავილები აქვს. თესლის დეკემბერში დარგვის შემთხვევაში, ყვავილებს უკვე მაისში გამოიღებს. გაღვივებას  უკვე 7-8 დღის შემდეგ დაიწყებს,  მაგრამ თესლი ნელა იზრდება. 



ნერგის გადარგვა მხოლოდ მისი გამკვრივების შემდეგ შეიძლება. დევისპირა უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ უყვარს სინათლე, კარგია დამატებით ხელოვნურადაც თუ დაანათებთ. გარდა ამისა, ტენიანობის მოყვარულია, რომელსაც გვალვები ძნელად გადააქვს. 

ჰიბრიდული ვერბენა - ძალიან ლამაზი ერთწლიანი მცენარე. ვერბენასათვის ნიადაგის ძირი ბევრი ქვიშისგან უნდა შედგებოდეს. თესლი ღვივდება ნელა, 20 დღის განმავლობაში. პროცესის დასაჩქარებლად თესლი  სტიმულატორის ნარევში გააჩერეთ. 



მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ მცენარის ფესვები ძალიან მგრძნობიარე ჭარბი ტენის მიმართ. უმჯობესია ნაკლებად მორწყათ, ვიდრე ბევრის დასხმა მოგიწიოთ. 

ვერბენა გვალვაგამძლე და სიცივის ამტანი ყვავილია, თუმცა მზე მაინც უყვარს. ყვავის ივლისიდან ყინვების დადგომამდე

გაილარდია - არის მრავალწლიანი ყვავილი, თუმცა ხშირად ერთწლიანები გამოყავთ. ძალიან ლამაზი ფერთა შეხამება აქვს. სამხრეთით ცნობილია მეტსახელით "პანების გვირილა". ყვავის უხვად ივლისიდან ყინვების დადგომამდე.



თესავენ 4-5 თესლს ერთ ქოთანში. თუ რამდენიმე გაიზრდება, ყველაზე ძლიერს ტოვებენ. გაილარდია მხოლოდ მზიან რეგიონებში ფხვიერ ნიადაგში იზრდება. ზრდასრული ბუჩქების გამრავლება პატარა ბუჩქებად გაყოფით შეიძლება. 

მიხაკი - ძნელია უფრო ძვირადღირებული ყვავილის პოვნა. ძნელად გადააქვს გადანერგვის პროცესი. ამიტომ თავიდან ცალკე ქოთანში რგავენ. თესავენ იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში. 



დელფინიუმი - თესავენ ყუთებში და თოვლში კარგად ფლობენ. ადრეულ გაზაფხულზე ყუთებს იღებენ და როცა თესლი გაიზრდება, ცალკე ქოთანში გადააქვთ. მცენარე დიდხანს არ ცოცხლობს, მხოლოდ 2-3 წელი, თუმცა პირველივე წელს ყვავილობენ. უყვარს სინათლე, თუმცა კარგად იტანს სიბნელესაც. ურჩევნია ნოყიერი ნიადაგი. რეგულარულად მიაწოდეთ სასუქი.



ლობელია ხანგრძლივად მოყვავილე მცენარე. არსებობს სხვადასხვა ზომის სახეობა. თესლი ახლა დეკემბერში უნდა დათესოთ. თესლს ნიადაგში არ მალავენ, არამედ ზედაპირზე დებენ და მინით და ნაჭრით ფარავენ. უნდა მოაბრუნოთ სინათლისკენ. თესლი გაღვივებას 10 დღის შემდეგ იწყებს. ეს მცენარეები სიცივის ამტანები არიან. უყვართ ფხვიერი ნიადაგი, არ მიაწოდოთ ჭარბი სასუქი. 

რა უნდა დავთესოთ დეკემბერი-იანვრის პერიოდში?

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა