7 მითი ორსულობის შესახებ, რომელიც მართალი აღმოჩნდა

ორსულობის პირველი კვირიდან მომავალ დედებს ბებიის დროინდელი ცრურწმენებით აშინებენ. არ შეიძლება კატის მოფერება, არ შეიძლება წითელი ხილის მირთმევა, არ შეიძლება გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა. მითების უმეტესობა მითებად რჩება, თუმცა ზოგიერთ ცრურწმენაში ჭეშმარიტებაც შეიძლება დავინახოთ. 

თქვენთვის ყველაზე პოპულარული ცრურწმენები შეაგროვა, რომელთაც მეცნიერული დასკვნები აქვთ. 

1. არ მოეფეროთ კატებს, თუ არ გინდათ რომ თქვენს ბავშვს მტრები ჰყავდეს.


7 მითი ორსულობის შესახებ, რომელიც მართალი აღმოჩნდა

ერთი მტერი მაინც არსებობს. ეს ტოქსოპლაზმოზია, რომელიც კატებს გადააქვს. ასე რომ, მართლაც უკეთესია, თუ მათი ფერებისგან თავს შეიკავებთ. თუ სახლში დიდი ხნის განმავლობაში გყავთ, შეგიძლიათ თავისუფლად მოეფეროთ. ერთადერთი, კატის ტუალეტის დასუფთავება ვინმე სხვას დაავალეთ. 

2. კარებთან არ ჩამოჯდეთ, რომ ბოროტმა სულებმა თქვენი ბავშვი არ წაიყვანოს. 




ნამდვილად, სჯობს ასეთ ადგილებს ერიდოთ. საქმე ეხება არა ბოროტ სულებს, არამედ ორსულების დაბალ იმუნურ სისტემას. 

3. თუ წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევ, ბავშვს ვარდისფერი ლოყები ექნება. 




ნებისმიერი წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული არის ალერგენი. ორსულობის დროს მათი მიღების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი ტრადიციული მედიცინა მათი მიღების წინააღმდეგია, ზოგის კი - პირიქით. ასევე მიიჩნევა, რომ თუ დედამ ორსულობის დროს ესა თუ ის პროდუქტი მიირთვა, მათზე ბავშვს შემდგომ ალერგია არ ექნება. და ძნელია უარი თქვა ხილზე, როცა სხვა კერძებზე ტოქსიკოზი გაქვთ. 

4. თუ საშინელებათა ფილმებს უყურებთ, ბავშვიც უშნო გამოვა.




სუსტი გულის მქონე ადამიანებმა და ორსულებმა - არ უყუროთ. ასეთ გაფრთხილებას ხშირად დაინახავთ და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მომავალი დედის ჰორმონალური ცვლილებები მას ზედმეტად მგრძნობიარეს ხდის და ზედმეტმა სტრესმა შეიძლება სისხლის ნაკადი დაარღვიოს. ამიტომ საშინებელათა ფილმების ყურება სხვა დროისთვის გადადეთ.

5. არ დაჯდეთ გადაჯვარედინებული ფეხებით, რომ ბავშვს მოღუნული ფეხები არ ჰქონდეს. 




განსაკუთრებით აქტუალური რჩევა მათთვის, ვინც გოგოს ელოდება. სინამდვილეში, ფეხების გადაჯვარედინება იწვევს სისხლის მიმოქცევას არღვევს და, შესაძლოა, ფეხების ვარიკოზი გამოიწვიოს. 

6. თუ ზურგზე დაწვებით, შეიძლება ბავშვი დაიხრჩოს.




ზურგზე წოლამ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო კვირას, შეიძლება ვენების შეკუმშვა გამოიწვიოს. თუ მომავალ დედას ხშირად ასე ძინავს, შეიძლება განიცადოს სისუსტე, ჟანგბადის უკმარისობა და თავბრუსხვევა, ხოლო ბავშვს კი შეიძლება ჰიპოქსია განუვითარდეს. 

7. თუ თეთრეულს დაკიდავთ, ბავშვს შეიძლება ჭიპლარი დაეხვიოს. 




საქმე იმაში კი არაა, რომ თეთრეულის დაკიდვამ შეიძლება დაგაზარალოთ, არამედ ორივე ხელის აწევაში. თუ მათ დროის მოკლე მონაკვეთში აწევთ, არაფერი საშინელება არ მოხდება. დიდი ხნის განმავლობაში აწევის შემთხვევაში კი, საშვილოსნოს ტონუსი შეიძლება გაიზარდოს, რას ორსულობისთვის საშიშია. 

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა