მკვდარი ფუტკრებით მკურნალობა ახლომხედველობის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების და სახსრების ტკივილის დროს

მკვდარი ფუტკრებით მკურნალობა ახლომხედველობის,  ვენების ვარიკოზული გაგანიერების და  სახსრების ტკივილის დროს
მკვდარ ფუტკრებს, ე.წ. პოდმორს იყენებენ ახლომხედველობისას, მასტიტების დროს, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, თრომბოფლებიტის, სახსრების ტკივილის, პროსტატის ადენომის, სექსუალური დარღვევების დროს. სამედიცინო დანიშნულებისათვის მას იყენებენ დამბლს, ნახშირის, ლინიმენტის ან სპირტიანი ექსტრაქტის სახით.

  • 15 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში დამბალ, მარლაში გახვეულ ფუტკრებს ადებენ ანთების კერას.

  • ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთთან. კუნთის ან სახსრის ტკივილისას ახდენენ ამ მასის შეზელვას.

  • 1 ჭიქა მკვდარ ფუტკრებს დავასხათ 1 ლიტრი არაყი და ბნელ ადგილას გავაჩეროთ 10-12 დღე. გავფილტროთ. მტკივნეულ ადგილს წავუსვათ ნებისმიერი ცხოველური ქონი და დავაფინოთ ნაყენში დასველებული თეთრი დოლბანდი, შემოვახვიოთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი. გამოიყენება რევმატიზმით, რადიკულიტით და ა.შ. გამოწვეული ტკივილების დროს.

  • სპირტიანი ექსტრაქტის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფქულ პოდმორს ასხამენ 1 ჭიქა არაყს და აჩერებენ 2 კვირა. არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიზნით იყენებენ 15-20 წვეთს ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.


  • ნახარში კარგად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვზ პოდმორს ასხავენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ნელ ცეცხლზე ხარშავენ 2 საათი. შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს და ერთი თვის განმავლობაში იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი