ხალხური რეცეპტები, რომლებიც სისხლს საფუძვლიანად წმენდს...

ხალხური რეცეპტები, რომლებიც სისხლს საფუძვლიანად წმენდს...
რაც არ უნდა სწორად ვიკვებებოდეთ, გარესამყარო იმდენად უსუფთაოა, ჩვენი ორგანიზმი მაინც ბინძურდება ტოქსინებით, რომლებიც სისტემატურად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

  • ორგანიზმის გაწმენდა სისხლის გაწმენდით უნდა დავიწყოთ, რაც არც ისე ძნელია, მით უმეტეს - წელიწადის თბილ პერიოდში. არ დაიზაროთ და ყოველ გაზაფხულზე დაკრიფეთ ბაბუაწვერას, ჭინჭრის, უკვდავას, მრავალძარღვასა და ისპანახის ფოთლები. სისხლის გამწმენდი საშუალებას 1 ულუფის მოსამზადებლად თითოეული მცენარე 100 გრამი მაინც დაგჭირდებათ. შეგროებული მცენარეები გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს და მთელი ღამით დატოვეთ. დილით კარგად გამოწურეთ, მიღებულ წვენს დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და სტაფილო. მიიღებთ 1-1,5 დღეს მოამზადეთ იგივე ნაყენი. სვით 20 დღის განმავლობაში.

  • წელიწადის ცივ პერიოდში, როცა ამ მცენარეთა ქორფა ფოთლების მოგროვება ძნელია, შეგიძლიათ, სისხლი ლიმონითა და თაფლით გაიწმინდოთ. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, დამატეთ 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით.

  • თუ მოახერხებთ, კარგია ძროხის რძის შრატის სმაც - ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე თითო ბოთლი უნდა სვათ, ოღონდ გახსოვდეთ, ამ მხნის მანძილზე აკრძალულია მეტისმეტად ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის, ყავისა და შაქრის მიღება.

    სისხლს საფუძვლიანად წმენდს ნივრისა და რძის ნაზავიც:
  • აიღეთ 1 ჭიქა რძე, წამოადუღეთ, ჩაყარეთ შიგ წვრილად დაკეპილი ნივრის ორი ლებანი, 1 - 2 წუთის შემდეგ გადმოდგით, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი