ხელების არტერიების შევიწროებისას ხალხური მედიცინა შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს

ხელების არტერიების  შევიწროებისას  ხალხური მედიცინა შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს
ხელის არტერიების შევიწროებისას კარგია ასეთი რეცეპტი: ნაძვის, ფიჭვის ან სოჭის ნორჩი წიწვები დააქუცმაცეთ, დაამატეთ 5 სუფრის კოვზი თაფლი, 2-3 სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი, 3 სუფრის კოვზი ხახვის ნაფცქვენი, დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 10 წუთს, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ მთელი საღამო, დილით კი გაფილტრეთ. მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ. ეს რეცეპტი უკუნაჩვენებია კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების შემთხვევაში.

  • 1 სუფრის კოვზი კედრის გაურჩეველი, ნაჭუჭიანი კაკალი ( გირჩაში არსებული მარცვალი) დაჩეჩქვეთ, დაასხით 200 მლ ახალი რძე (უკეთესია თხისა ) და სამჯერ წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე (სამივეჯერ უნდა გაიკეთოს ქაფი და მორევით დააცხროთ ), შემდეგ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი გაღვივებული ხორბალი. დალიეთ თბილ -თბილი, 100-100 მლ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე.

  • ხორბალი ასე გააღვივეთ: დააფინეთ მაგიდაზე სველი პირსახოცი, ნახევარზე დაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხორბლის მარცვალი, ნახევარი კი ზემოდან გადააფარეთ. დადეთ სითბოში და დროდადრო დაასველეთ. 2-3 დღის შემდეგ ხორბალი ამოიყრის. როცა ღივი 2-3 მმ სიმაღლისა (მეტი არ შეიძლება) გახდება, რძეში ჩაყარეთ.

    დაასხით წყლის იელს ვაშლის ძმარი (1:3) და ერთი კვირით სიბნელეში დადგით. შემდეგ ამ ნაყენით დღეში 3-ჯერ დაიზილეთ თითები.

  • ნახევარლიტრიან მინის ბოთლში მესამედზე ჩაასხით დაჭყლეტილი ნიორი და პირამდე აავსეთ სპირტით, ორი კვირით დააყენეთ სიბნელეში (ბოთლი დროდადრო შეანჯანჯღარეთ ), შემდეგ გაფილტრეთ. 1 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიიღეთ 1 ჩაის კოვზ წყალში განზავებული 5 წვეთი ნაყენი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი