ამის გაკეთების შემდეგ ჩემი დეკაბრისტი სწრაფად აყვავილდა, გიზიარებთ საიდუმლოს!

ამის გაკეთების შემდეგ ჩემი დეკაბრისტი სწრაფად აყვავილდა, გიზიარებთ საიდუმლოს!
რთული წარმოსადგენია, რომ არსებობს კაქტუსი ეკლის გარეშე, რომელსაც არ უყვარს მზე და უყვარს წყალი. როგორც უკვე მიხვდით, ეს ყვავილია დეკაბრისტი. მისი სახელი ყვავილობის პერიოდიდან მოდის, ყვავილობს ტროპიკული ზაფხულის პერიოდში, ნოემბრის ბოლოდან იანვრამდე. 



არაფერი ისე არ ალამაზებს სახლს, როგორც ლამაზი მცენარე. ძალიან ხშირად დეკაბრისტი არ ყვავილობს. მიზეზი კი ის თავისებურებაა, რომელიც მისი მოვლის დროს უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენი რედაქცია სიხარულით მოგიყვებათ, თუ როგორ აქციოთ დეკაბრისტი სახლის მთავარ ღირსებად.



სახლის მცენარე დეკაბრისტი


დეკაბრისტის მოვლის დროს ბევრი შეცდომას უშვებს და მას როგორც ჩვეულებრივ კაქტუსს ისე უვლის. მოვლის გარეშე მისი დატოვება, მოურწყველობა და მშრალ ოთახში დადგმა არ შეიძლება. კარგი მოვლის პირობებში თავისი ულამაზესი ყვავილებით მეპატრონეს ხშირად გაახარებს 15-20 წელი. ამისთვის საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესები.

დეკაბრისტის მოვლის წესები:

  1. დაიმახსოვრეთ: დეკაბრისტისთვის არასასიამოვნოა სამხრეთის და დასავლეთის მხარე, რადგან ძლიერმა განათებამ შეიძლება ფესვების გახმობა გამოიწვიოს. ტემპერატურა 15 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. 



  2. ზაფხულში ტერასაზე ან აივანზე გაიტანეთ, რადგან მას ბევრი ჟანგბადი სჭირდება. არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად მორწყვა. 

  3. დეკაბრისტი იმ პრეტენზიულ მცენარეებს მიეკუთვნება, რომელთაც კვირტების ამოსვლის დროს არ უნდა შეეხოთ, არ გადაადგილოთ და არც კი შეაბრუნოთ. ეს მნიშვნელოვანია.



  4. გაზაფხულის დადგომისთანავე, დეკაბრისტს სასუქის მიღება სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ინსტრუქციაში მითითებული დოზის ნახევარი უნდა გამოიყენოთ. ზაფხულში ღეროები ინტენსიურად იზრდება, ასე რომ სასუქი თვეში 2-ჯერ მიაწოდეთ. სექტემბრიდან სასუქის მიწოდება შეწყვიტეთ.



  5. კაქტუსს ზედმეტი ნაწილი არ მოაჭრა, არამედ ერთმანეთში გადაგრიხეთ, ასე უფრო ლამაზ ფორმას მიიღებს და უფრო მეტ ყვავილს გამოიღებს. 

  6. დეკაბრისტი თებერვლის ბოლოს შეგიძლიათ გადანერგოთ, როდესაც ყვავილობას საბოლოოდ შეწყვეტს. მნიშვნელოვანი მომენტი: ახალგაზრდა მცენარეები ყოველწლიურად, ხოლო უფრო მოზრდილები ყოველ 5 წელიწადში უნდა გადანერგოთ. ქოთნები დაბალი და ფართო შეარჩიეთ. გამოდგება როგორც მაღაზიის გრუნტი, ასევე თქვენ მიერ გაკეთებული: შეურიეთ ერთი ნაწილი ტორფი და ქვიშა ორი ნაწილი ფოთლოვანი მიწა, დეზინფექციისთვის დამსხვრეული ქვანახშირი დაუმატეთ. წყლის კარგი გამტარობისთვის თიხა დაუმატეთ. 



  7. დეკემბრის დასაწყისში მცენარე ნათელ ადგილას უნდა გადაიტანოთ, მაგრამ არა ისეთ ადგილას რომ მზის სხივები პირდაპირ ხვდებოდეს და კარგად მორწყეთ. ასე ის გაიღვიძებს და კარგად აყვავდება.




რედაქციის რჩევა:


როდესაც დეკაბრისტი აყვავდება, თანდათანობით შეუმცირეთ მორწყვა, მოათავსეთ უფრო გრილ ადგილას, სადაც ყვავილობის შემდეგ დასვენებისთვის ყვავილი მარტის ბოლომდე დატოვეთ.  მარტის ბოლოს ჩვეულებრივ ადგილას დააბრუნეთ და ზემოთ მოცემული რჩევების გამოყენებით მოუარეთ.