დიასახლისი სამი წელიწადი აუმჯობესებდა ამ რეცეპტს. მხოლოთ შეხედეთ რა გამოუვიდა მას!

დიასახლისი სამი წელიწადი აუმჯობესებდა ამ რეცეპტს. მხოლოთ შეხედეთ რა გამოუვიდა მას!
ფარშირებული გოგრა ადვილი მოსამზადებელია და ამას დიდი ხანია მიხვდნენ სომხები , ისინი მასში უკეთებენ სხვადასხვა ჩირებს, ბრინჯს, კარაქს და თაფლს. შემდგომ აცხობენ ამ კერძს ქვია ყაფამა, მაგიდაზე მიართმევდნენ როგორც ბარაქის სიმბოლოს, რადგან იგი გამოიყურება სადღესასწაულოდ , მდიდრულად, მიუხედავად იმისა რომ მისი მომზადება დიდ ხარჯს მოითხოვს. მისი მომზადება არც თუ ისე ძნელია.

რეცეპტის ჩვენი ვარიანტი ბევრად უფრო გემრიელია, მას თათრებმა დაუმატეს ფრინველის( ქათმის ან ინდაურის) ხორცი, გამოვიდა მეორე კერძი, რადგან ყაფამა დესერტია.

გოგრა არის ოქტომბრის თვის დედოფალი, იგი უფრო ლამაზად წარმოჩინდება, თუ თქვენ დედოფლურად მოამზადებთ. ჩვენი საიტი თქვენ დაგეხმარებათ ღირსეული რეცეპტის მოძებნაში, ერთ–ერთი მათგანი თქვენს თვალწინაა.
გოგრა ბრინჯით და ქათმით

ფრინველის ნაზი ხორცი ძალიან კარგად შეეთავსება მსუბუქ, ოდნავ მოტკბო ნარინჯისფერ რბილობს, ამოირჩიეთ -ქათამი ან ინდაური, ამავე დროს გოგრას ძალიან უხდება: ბრინჯი, ფეტვი, სიმინდი, ასე რომ თქვენ დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები
  • 1 გოგრა
  • 500გრ ფრინველის ხორცი
  • 300გრ ბრინჯი
  • 200გრ შავი ქლიავი
  • 4კბილი ნიორი
  • 2 ვაშლი
  • 1 ხახვი
  • ბეგქონდარა, შავი წიწაკა მარილი გემოვნებით


მომზადების წესი

ამოიარჩიეთ საშუალო ზომის გოგრა 5 კგ. მდე, თუ არ თავსდება აერღუმელში გაჭერით შუაზე, ან შემდეგისათვის შეიძინეთ საშუალო ზომის გოგრები და ისე მოთუშეთ
  1. დადგით ბრინჯი ნახევრად მოსახარშად. სანამ მომზადდეს გარეცხეთ გოგრა მოაჭერით თავიამოაცალეთ თესლი და ბოჭკო, გვერდების სისქე უნდა იყოს დაახლოებით 2 სმ., თუ გოგრა უფრო სქელია ამოაჭერით რბილობი და შემდეგ ფარშს დაუმატეთ

  2. დაჭერით ფილე პატარა ნაჭრებად ნახევრად მოშუშეთ ზეთში დაჭყლეტილ ნიორთან ერთად მაღალ ცეცხლზე, დაუმატეთ ბეგქონდარა , მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეეცადეთ ხორცი მადისაღმძვრელად შეიბრაწოს, არ გამოაშროთ

  3. მეორე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი შეწითლებამდე 30 გრ კარაქთან ერთად ჩადეთ შიგ ფილეს ნაჭრები და აურიეთ

  4. დაჭერით გასუფთავებული ვაშლი, კუბიკებად, დაიწყეთ ფარშირება, გოგრაში ჯერ ჩაალაგეთ ბრინჯი, შემდეგ შავი ქლიავი და ვაშლი ბოლოს ფილე , ნაჭრებად დაჭრილი კარაქი და ბეგქონდარა მოულაგეთ ზემოდან, დააფარეთ გოგრას თავი. გვერდებზე გარედან მოუსვით კარაქი და შედგით აერღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე, თუ გოგრის ნახევრით აკეთებთ გდააფარეთ ფოლგა.


რეცეპტში მოცემული ინგრედიენტები ერთმანეთს ავსებს, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ შეცვალოთ შავი ქლიავი პამიდორით, მაშინ გულსართი გამოვა წვნიანი, ამ შემთხვევაში გირჩევთ ფრინველის ხორცი მოშუშოთ პამიდორში და ისე გადაურიოთ ნახევრად მოხარშულ ბრინჯს. ხოლო დანარჩენი იგივეა.
ვაშლისა და შავი ქლიავის მოყვარულებს ძალიან გაუმართლათ, რა თქმა უნდა არაფერია ისეთი გემრიელი როგორც მათი ნარევი რამოდენიმე კოვზ თაფლთან, ამისათვის ამოირჩიეთ უფრო პატარა გოგრა, თქვენ თითქმის გამოგივათ გემრიელი პეროჟნი.

ახლა არ არის საჭირო ვიმკითხაოთ , როგორ მოვამზადოთ გოგრა, ყველაფერი ძალიან ადვილია, გაასუფთავეთ მოშუშეთ და შედგით აერღუმელში, შიგთავსი შეგიძლიათ თქვენი შეხედულებით აარჩიოთ, ბეგქონდარა შეგიძლიათ შეცვალოთ ქონდრით ან პირიქით შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ნიორისგან და დაუმატოთ ცოტა თაფლი, გემრიელად მიირთვით!