ხალხური მედიცინის წიაღში მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტები მოვიძიე.

ორი ათეული წელი კორექტორად ვიმუშავე ერთ - ერთ გამომცემლობაში, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ თვალისჩინი თანატოლებზე გაცილებით ადრე დამაკლდა. სათვალე მოვირგე და მუშაობა განვაგრძე, მაგრამ მალევე შევამჩნიე, რომ მხედველობა უფრო და უფრო მეტად მაკლდებოდა. სათვალე ორჯერ გამოვცვალე, მერე კი მივხვდი, სხვა გზა უნდა მეპოვა და მეც ხალხური მედიცინის წიაღში მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტები მოვიძიე. მოგვიანებით გავარკვიე, რომ შავი მოცხარი ამ თვისების გამო კოსმონავტების მენიუშიც კი შედის. თვალისჩინის აღსადგენი და გასაუმჯობესებელი საშუალება ასე მზადდება:

  • უნდა აიღოთ 1 კგ შავი მოცხარი, ჩაყაროთ მინის ქილაში და დააყაროთ 1200 გრამი შაქარი. ქილა შედგათ მაცივარში, გააჩეროთ ერთი დღე -ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს, კარგად მოურიოთ. უნდა მიირთვათ დღეში ორჯერ, 50 - 50 გრამი.

  • მხედველობას ძალიან უხდება უკადრისას ფოთლების ნაყენიც. უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი უკადრისას ხმელი ფოთოლი და დააქუცმაცოთ, ჩაყაროთ თერმოსში და დაასხათ 0,5ლ ადუღებული წყალი, დადგათ საათ - ნახევრით, შემდეგ გაწუროთ და სვათ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

  • არანაკლები ეფექტი აქვს უკადრისას ნედლი ფოთლების სალათს. უკადრისას ნაზი ფოთლები მშვენიერი სასალათე მასალაა. განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. არ არსებობს სხვა მცენარე, რომლის ფოთლებიც იმდენ C ვიტამინს შეიცავს, რამდენიც უკადრისას ფოთლებშია. ერთი კილოგრამი ნედლი ფოთოლი 700 მგ C ვიტამინს შეიცავს, ხმელი - უფრო მეტს. საგემოვნო თვისებებით ის სულაც არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ სალათას, კვებითი ღირებულებით კი აღემატება კიდეც. უკადრისა ადრე გაზაფხულზე ხარობს, ამიტომ ყველას გირჩევთ, ხშირად მიირთვათ მისი სალათა და თავად დარწმუნდეთ მის იმუნომასტიმულირებელ და ზოგადმომამაგრებელ უნიკალურ თვისებებში. ბევრმა არ იცის, რომ ყოველ დილით, უზმოზე, 100 - 150 გრამი უმი ჭარხლის ჭამით რამდენიმე წლით გაიუმჯობესებს დაქვეითებულ მხედველობას, რადგან ჭარხალი მდიდარია თუთიით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე.