ორიგინალური მრავალფეროვანი სალათა. ის ნამდვილად მოწმენდს ცხვირს მიმოზას ქურქს და სხვა მოძველებულ კერძებს

ნაზი ქათმის ღვიძლის მომზადება უნდა შეგვეძლოს ისე , რომ ის არ გამოვიდეს მშრალი და უგემური, მისი მარტო მოხარშვა არასაკმარისია, თუ მას ჯერ შევწვავთ და შემდეგ შევუერთებთ სხვა პროდუქტებს ერთ თეფშზე, კერძი გამოვა არაჩვეულებრივი, მოდით მოვსინჯოთ.

ინგრედიენტები


  • ქათმის ღვიძლი 350 გრ.
  • სტაფილო 1ც.
  • კიტრის მწნილი 3 ც.
  • მაგარი ყველი 100გრ.
  • მარილი გემოვნებით
  • სალათის ფოთლები 4 ც.
  • ხახვი 1ც.
  • კვერცხი 3 ც.
  • ნიორი 3 კბილი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • კამა ½ კონა
  • ზეთი 3 სადილის კოვზი


მომზადების წესი

  1. ღვიძლი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადმოიღეთ ცხელი წყლიდან და დადგით შესაციებლად

  2. კვერცხი მოხარშეთ მარილიან წყალში, გაასუფთავეთ ნაჭუჭისაგანდა გახეხეთ სახეხზე, ასევე სახეხზე გახეხეთ კიტრის მწნილი და მაგარი ყველი.

  3. გაასუფთავეთ ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში ნახევრად გამჭვირვალედ, მოაყარეთ გახეხილი სტაფილო და კარგად მოშუშეთ.

  4. დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ ბოსტნეულს ,მოშუშეთ 1 წუთი, გადმოიღეთ ბოსტნეული ჯამზე, დაჭერით ღვიძლი მოგრძოდ

  5. აიღეთ ლანგარი, გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფოთლები, დაალეგეთ ლანგარზე, წაუსვით მას ცოტა მაიონეზი

  6. დაალაგეთ მაიონეზიან სალათზე ქათმის ღვიძლი, მოუსვით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი შემდეგი ფენა იქნება კიტრის მწნილი, მოშუშული ბოსტნეული, მაიონეზი. კვერცხი, მაიონეზი და გახეხილი ყველი.






  7. შედგით სალათი მაცივარში, და მიეცით დრო რომ გაიჟღინთოს, მირთმევის წინ მორთეთ კამის ღერებით


მე ყოველთვის ვიყენებ ბევრ ყველს, და ზედ ვუსმევ სახლის მაიონეზს, კალორიულია ვერ შეგედავებით. თუ თქვენ მთელი თვე იჯექით დიეტაზე, იმისათვის რომ კარგად მოგივიდეთ ლამაზი კაბა, სადღესასწალო საღამოს შეიძლება თავს ნება მისცეთ, მიირთვათ ნაირ ნაირი გემრიელობები, მათ შორის ზემოთ მოცემული სალათაც, იგი ნამდვილად გემრიელია!
მიირთვით გემრიელად.