მოათავსე ხახვიანი კარტოფილი ტაფაზე...30 წუთით, შენი ახალი საყვარელი კერძი მზადაა

სურვილი გვაქვს გაგიზიაროთ ბრიტანელი მზარეულის ჯეიმი ოლივერის კარტოფილის გრატენის არაჩვეულებრივი რეცეპტი, ეს კერძი მზადდება სწრაფად და იოლად, მოსინჯეთ, ის გახდება თქვენი საყვარელი კერძების ლიდერი!

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1 კგ.
  • ნაღები 2ჭიქა
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ბეგქონდარა 5გრ.
  • ზეითუნის ზეთი 2 სადილის კოვზი
  • პარმეზანი 100გრ
  • ჭითელი ხახვი 102 ც.
  • მარილი გემოვნებით
  • ანჩოუსი 2-3 ცალი
  • მუსკატის კაკალი 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი 1-2 კბილი

მომზადების წესი

  1. კარტოფილი გარეცხეთ კარგად და დაჭერით თხელ რგოლებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბაინი, მაშინ კარტოფილი ბევრად თხელი და ნაზი გამოვა.
  2. გაასუფთავეთ წითელი ხახვი და დაჭერით რგოლებად
  3. დაალაგეთ ბოსტნეული ღრმა ტაფაზე ან საცხობ ფორმაზე, მოასხით ბლომად ნაღები. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაამატეთ ბეგქონდარა
  4. აადუღეთ წყალი, დადგით, შედგით კარტოფილიანი ტაფა ცეცხლზე დაამატეთ ¼ წყალი და მოხრშეთ მაღალ ცეცხლზე
  5. მომზადების პროცესში შეგიძლიათ დაუმატოთ ანჩოუსები, ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი,მუსკატის კაკალი და მოაყარეთ კარტოფილს 50 გრ, პარმეზანი
  6. როდესაც კარტოფილი შერბილდება ცეცხლს დაუწიეთ მჭიდროდ დააფარეთ ფოლგით დამოხრშეთ კიდევ 6 წუთი
  7. შემდეგ მოხსენით ტაფას თავზე ფოლგა, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და შედგით აერღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთით.

გილოცავთ, კარტოფილის ნაზი მობრაწულა ხრაშუნა კანით მზადაა, გემრიელად მიირთვით!