კატის თათებივით რბილი ტერფები, სიმშრალე და ნახეთქები წარშულში დარჩება

ძლიერ გაუხეშებული კანი ტერფებზე - გავცრელებული პრობლემაა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ინდივიდუალური მიდრეკილება, ვიტამინების ნაკლებობა, უხეში ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან სოკოვანი დაავადებები.

კატის თათებივით რბილი ტერფები, სიმშრალე და ნახეთქები წარშულში დარჩება

თუკი დროულად არ გამოვავლენთ გაუხეშების მიზეზს და მივიღებთ საჭირო ზომებს, დროთა განმავლობაში კანი დაიბზარება, რასაც არა მარტო ესთეტიკური დისკომფორი, არამედ ფიზიკური ტკივილიც მოაქვს.



წარმოგიდგენთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც მოგაცილებთ გაუხეშებულ კანს, შეგიხორცებთ ბზარებს და მოგაშორებთ სოკოს. პირველივე გამოყენების შემდეგ თქვენ დაუბრუნებთ ტერფებს სირბილეს.



დახეთქილი ქუსლების სამკურნალო საცხი

საცხის შემადგენლობაში შედის კვერცხი (ლეციტინის წყარო - ნივთიერებისა, რომელიც ახორცებს ჭრილობებს და აღადგენს ქსოვილს), კარაქი (არბილებს, კვებავს ვიტამინებით), ასევე ძმარი, რომელიც აცილებს მკვდარ უჯრედებს და აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 70%-იანი ძმრის ესენცია
  • 200გრ კარაქი


მომზადების წესი

  1. გარეცხეთ კვერცხი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ძმარი ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს იგი. შეინახეთ ბნელ ადგილას 5 დღით.
  2. ვადის გასვლის შემდეგ, თქვენ ნახავთ, რომ ნაჭუჭი მთლიანად გაიხსნა და ბლანტ ნალექად იქცა.



  3. ფრთხილად ამოიღეთ კვერცხი კოვზით (ძმრის ზემოქმედებისგან ის მოხარშულს დაემსგავსება) და მოათავსეთ სხვა ჭურჭელში. მოაცალეთ აპკი. თავად კვერცხი კოვზით ჩაჭყლიტეთ და დაამატეთ ნალექიანი ძმარი, რომელიც დარჩა ჭიქაში.

  4. დაუმატეთ კარაქი და ყველაფერი კარგად აურიეთ. მზა საცხი გადმოიღეთ თავსახურიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.


საცხის მოხმარებამდე აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ ტერფები, რათა აიცილოთ წვა. წაისვით ნარევი ნახეთქებზე და გაუხეშებულ ადგილებზე, მოარიდეთ იგი კანის რბილ უბნებს.

ძილის წინ ჩაილბეთ ფეხები მარილიან წყალში, კარგად გაიმშრალეთ, წაისვით დაზიანებულ უბნებზე აღნიშნული საცხი. ჩამოიცვით ტერფებზე პოლიეთილენის პაკეტები, ხოლო ზემოდან წინდები. შეგიძლიათ დაწვეთ დასაძინებლად.



დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და საპნით. ფრთხილად გაიცალეთ მკვდარი კანი და შეიზილეთ მკვებავი საცხი. გაიმეორეთ როცედურა სასურველი შედეგის მიღებამდე. როგორც წესი, უკვე მეორე პროცედურიდან ბზარები მთლიანად ქრება და ტერფები იძენს განსაკუთრებულ სირბილეს.