პუანსეტია საშობაო ვარსკვლავებს ანათებს! დღესასწაულის ნამდვილი სიმბოლო

პუანსეტია ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი მცენარეა, რომელიც თავისი ლამაზი ყვავილებით ზამთარში გვახარებს. პუანსეტია სხვადასხვა ფერის არსებობს: მდიდარი წითელი ფერიდან ნაზ კრემისფერამდე. 

ბევრი ადამიანი საშობაო საჩუქრად პუანსეტიას ირჩევს. მისი ყვავილობის პერიოდი სწორედ რომ დეკემბერში. სწორედ ამიტომ პუანსეტიას "ბეთლემის ვარსკვლავს" ან "საშობაო ვარსკვლავს" უწოდებენ. 

ყვავილი პუანსეტია




რა უნდა იცოდეს მათ, ვინც საჩუქრად პუანსეტია მიიღო ან თავად შეიძინა? უპირველეს ყოვლისა ის, რომ პუანსეტია ტროპიკული მცენარეა, რომლის სამშობლოც არის მექსიკა ან ცენტრალური ამერიკა. 



ცოტაოდენი ძალისხმევის შემდეგ შეიძლება მცენარე რამდენიმეწლიანი გახადოთ.



როგორ მოვუაროთ პუანსეტიას

  1. როდესაც მცენარის ფოთლები ცვენას დაიწყებს, შეუმცირეთ რწყვა და კვების მიწოდება. შემდეგ გადაჭერით ღეროები (ნიადაგიდან 15 სმ-ს). შემდეგ ქოთანი ბნელ, გრილ ადგილას გადაიტანეთ და დატოვეთ იქ მაისამდე. პუანსეტიას აყვავებამდე დასვენების პერიოდი სჭირდება. 



  2. მაისის დაწყებისთანავე, ქოთანი განათებულ ადგილას გამოიტანეთ და მორწყვა განაახლეთ. ასევე კარგი რომ აყვავდეს, სასურველია მინერალური სასუქიც მიაწოდოთ. როცა ყვავილი გაიზრდება ახალ ნიადაგში გადანერგეთ.



  3. ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის, ოქტომბრის დასაწყისში უნდა ჩატარდეს შემდეგი მანიპულაციები: ყოველღამე ყვავილის ქოთანი ყუთში ან კარადაში 14 საათით დადეთ.



  4. როდესაც ყვავილები გაიზრდება, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ზრუნვა გააგრძელოთ.




პუანსეტიას ყველა მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ მცენარის წვენი არის საკმაოდ შხამიანი. ამიტომ სანამ გადაჭრას დაიწყებთ რამდენიმე ხელთათმანი გაიკეთეთ.


წინასაახალწლოდ ამ საინტერესო სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!