მანდარინის ქერქის გამოყენების 10 წესი. ყურადღება: ციტრუსების სეზონი გახსნილია!

თავად ნაყოფის სამკურნალო თვისებებზე უკვე დიდი ხანია ბევრი რამ არის ცნობილი. მანდარინის მწიფე ნაყოფის რბილობი შეიცავს C, D და K ვიტამინებს, უჯრედისებს და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს. მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ ამ ხილის ფასეულობა ამით არ იფარგლება...მაგალითად, რას უშვებით მანდარინის ქერქს - აგდებთ?

წაიკითხეთ ჩვენი რჩევები და სხვაგვარად მოიქცევით. აღმოჩნდა, რომ მანდარინის ცედრა ძალიან სასარგებლო რამ არის!

მანდარინის ქერქის გამოყენება

1. მანდარინის ჩაი
გამშრალ და დაფხვნილ მანდარინის ცედრას შეიძლება დავუმატოთ ჩაის. მაშინ თქვენი საყვარელი სასმელი გახდება გაცივების დაავადებებისგან ჩინებულ პროფილაქტიკურ საშუალებად.
მანდარინის ქერქის გამოყენების 10 წესი. ყურადღება: ციტრუსების სეზონი გახსნილია!

2. მზარეულის დამხმარე
გახეხილი ქერქი გამოიყენება როგორც არომატიზატორი საცხობისთვის და სასმელებისთვის.


3. მანდარინის ცუკატები
გემახსოვრებათ ფორთოხლის ცუკატები? ტკბილეულის მოსამზადებლად შეიძლება მანდარინის ცედრის გამოყენება.


4. სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო ნახარშები და ნაყენები
მანდარინის ქერქის ნახარშებსა და ნაყენებს მოიხმარენ გაცივების და თუნდაც ბრონჰიტის დროს. ამისათვის საჭიროა, რომ 2 სუფრის კოვზი ქერქი 2 ჭიქა ადუღებულ წყალთან ერთად დავდგათ ცეცხლზე 5-6 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ სასმელი დავაყენოთ დაახლოებით ერთი საათი. საჭიროა მისი მიღება დღეში 3-ჯერ ნახევარი ჭიქა საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე.
მანდარინის ქერქი გამოიყენება მედიცინაში აპეტიტის გასაზრდელად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. მისი ქერქის ნაყენი მოიხმარება დღეში 10-20 წვეთი საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე.
მანდარინის ქერქი გვიხსნის სტრესისგან. მასში არსებული ეთერზეთი მშვენივრად ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს წნევას და შველის თავის ტკივილს. ჩვეულებრივ სტრესის მოსახსნელად ამზადებენ აბაზანას, რომელშიც შეიძლება მანდარინის ქერქის ნახარშის დამატება.
და კიდევ ერთი: იმუნიტეტის გასამყარებლად დაასხით 2 სუფრის კოვზ მანდარინის ქერქს ჭიქა არაყი და დააყენეთ ერთი კვირა. მიიღეთ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 20 წვეთი.


5. კოსმეტოლოგიური საშუალება
მანდარინის ქერქი - ბუნებრივი კოსმეტოლოგია! უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს მანდარინის წყალი. მისი დამზადება ძალიან ადვილია: დაასხით ცივი ადუღებული წყალი წვრილად დაჭრილ ქერქს, აცალეთ დაყენება დღე-ღამის განმავლობაში და გაწურეთ. ეს პორების გასუფთავების ჩინებული საშუალებაა!

როგორ მოგწონთ ასეთი იდეა: გაშრობილ ქერქს ალბობენ ორთქლზე ან წყალში და სხეულს დაზელენ. სამმაგი სარგებელია - მასაჟი, არომატი და ვიტამინები კანისთვის.

ნიღბები, ლოსიონები, ეთერზეთები და საპონი - მანდარინის ქერქს აქ ბადალი არ ჰყავს!