20 წუთის შემდეგ განცვიფრებული დარჩებით შედეგით!

მოდით გავეცნოთ პავლოპოსადსკის თავსაფრიდან ელეგანტური ბლუზის (ხალათის) დამზადების საიდუმლოებას.



საკუთარი ხელებით შექმნილი ბლუზა

თქვენ დაგჭირდებათ:
  • პავლოპოსადსკის თავსაფარი
  • ძაფები
  • საკერავი მანქანა
  • ელასტიური ლენტი ან რეზინი
  • სანტიმეტრი კერვისთვის
  • მკერავის ცარცი
  • სახაზავი
  • მაკრატელი


მუშაობის მსვლელობა:

1. დაკეცეთ თავსაფარი ორ თანაბარ ნაწილად და გადაზომეთ 70 სანტიმეტრი ნაკეცზე. ასევე გააკეთეთ 1 სმ-ის ნამეტი და მოზომეთ იგი ქსოვილზე მკერავის ცარცის მეშვეობით. ცარცით გაავლეთ 2 ჰორიზონტალური ზოლი: ერთი - ნამეტის ხაზის გასწვრივ და კიდევ ერთი 1 სანტიმეტრით ქვემოთ.


2. ნამეტის ხაზის გასწვრივ მოაჭერით თავსაფრის ნაწილი.


3. იმის გასარკვევად, თუ სად უნდა ჩაიდგას მომავალი ბლუზის სახელო, თანაბრად დაყავით თავსაფარი სიგრძეში. გააკეთეთ შესაბამისი აღნიშვნები ქსოვილზე და გაავლეთ ჰორიზონტალური ხაზი ცარცის დახმარებით.


4. სახელოს ჭრილის ხაზის ფორმირებისათვის უკიდურესი წერტილიდან 25 სმ-ით ქვემოთ დაიწიეთ. შემდეგ ეს უბანი დაყავით 3 თანაბარ ნაწილად და დასვით შესაბამისი აღნიშვნები, როგორც ეს ნაჩვენებია ფოტოზე.


5. ყელის ფორმირებისათვის საკმარისია დავიწიოთ ნაკეციდან 7 სმ-ით ქვემოთ და 12 სმ-ით მარცხვნივ. ეს წერტილები შეაერთეთ მწყობრი ხაზით, თან არ დაგავიწყდეთ 0,5 სმ-ის ნამეტის გაკეთება.


6. ჩამოაყალიბე ყელის ხაზი ზურგის მხარეს. ამისათვის ქსოვილის მოპირდაპირე მხარიდან დაიძიეთ 12 სმ-ით მარჯვნივ და 3 სმ-ით ქვემოთ. ეს წერტილები შეაერთეთ მწყობრი ხაზით.


7. ფოტოზე მითითებული ადგილიდან დაიწიეთ 2 სმ-ით ქვემოთ და გააკეთეთ აღნიშვნა ქსოვილზე. შემდეგ ეს აღნიშვნა შეაერთეთ ზურგზე ყელის ზემო წერტილთან.


8. ფოტოზე მითითებულო წერტილებიდან დაიწიეთ 2 სმ-ით მარჯვნივ და მარცხნივ. შემდეგ შეაერთეთ ისინი მწყობრი ხაზით.


9. ზურგის ცენტრზე გავა ნაკერი. ქსოვილზე მის აღსანიშნავად ნაკეცის საწინააღმდეგო ნაპირისგან დაიწიეთ 1,5 სმ-ით და გაავლეთ ჰორიზონტალური ხაზი ცარცის მეშვეობით.


10. ზუსტად გამოჭერით ყელი, მხრის ნაკერი, სახელოს ჭრილი, ზურგის ყელი. არ დაგავიწყდეთ ყველგან 1 სმ-იანი ნამეტების გაკეთება.


ნახეთ ეს ვიდეო და დააკვირდით, თუ რაოდენ სწორად უნდა გაკეროთ სახელოები და შეაერთოთ ისინი ბლუზის ძირითად ნაწილთან.


თუ ჭკუაში დაგიჯდათ გარდერობის განახლების ეს დახვეწილი იდეა, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს!